სავარჯიშო: ყალბი პროფილის იდენტიფიცირება
თანდართულ ფაილში მოცემულია იდენტური სახელის და გვარის მქონე 6 საჯარო ფეისბუქ პროფილის სქრინი, საიდანაც 4 ერთი და იმავე პიროვნების ფოტოს იყენებს. პროფილების გასწვრივ მოცემულია შესაბამისი მისამართების ბმულები. ყურადღებით დააკვირდით მისამართებს და მონიშნეთ, რომელი მისამართი გამოიყურება მათგან ყველაზე დამაჯერებლად. დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი და იმსჯელეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მისამართის გადამოწმება.