publications

Date: 27 May 2021

როგორ არ გავაშუქოთ მრავალფეროვნება

გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში მოამზადა, რომელიც ფონდ ჰიდაიასა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და რეკომენდაციები ეკუთვნით ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ჰიდაიასა და ევროკავშირის პოზიციად.
Author:ბექა მინდიაშვილი, თამარ კინწურაშვილი
Date: 14 Jan 2020

ითამაშე ჩვენი ონლაინ თამაშები და გახდი მედიაწიგნიერი!

ითამაშე ჩვენი ონლაინ თამაშები და გახდი მედიაწიგნიერი!
Author:მედიის განვითარების ფონდი
Date: 01 Jul 2019

ანტიდასავლური პროპაგანდა - 2018

ედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან ქართულენოვან მედიაში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებს სწავლობს. წინამდებარე კვლევა 2018 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს აანალიზებს. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები და მეთოდოლოგია; პირველ ნაწილში – ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები; მეორეში – ანტიდასავლური გზავნილები და მათი წყაროები; მესამე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები, ასევე განხილულია ის შემთხვევები, რომლებიც პროექტის „მითების დეტექტორის" ფორმატში გამოვლინდა. ბოლო ნაწილში იმ წყაროების პროფილებია წარმოდგენილი, ვინც ანტიდასავლური გზავნილების მხრივ გამოირჩეოდა. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2017 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.
Author:თამარ კინწურაშვილი, თინა გოგოლაძე, სოფო გელავა
Date: 22 Apr 2019

ვერიფიკაციის რესურსები - „მითების დეტექტორის“ გზამკვლევი

წინამდებარე პუბლიკაციაში ყალბი ინფორმაციისა და სხვადასხვა ტიპის მედია კონტენტის გადამოწმების ღია რესურსებია თავმოყრილი, რომელსაც ფაქტების გადამოწმების ონლაინ გამოცემა „მითების დეტექტორი" თავის საქმიანობაში იყენებს. გამოცემის მიზანია, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ინფორმაციული ქაოსის ეპოქაში, როცა ყალბი ინფორმაცია და რეალური ფაქტები ერთმანეთში აღრეულია, მომხმარებელს ახალ მედია ეკოსისტემაში ნავიგაციაში დაეხმაროს. ამ მიზნის მისაღწევად, გამოცემა იმ ძირითადი რესურსების ანოტაციას გთავაზობთ, რომლებიც ფაქტების სიზუსტის დასადგენად და გადასამოწმებლად სხვადასხვა შესაძლებლობებს იძლევა. გზამკვლევი გვთავაზობს შემდეგ სასარგებლო რესურსებს: პროფილების საძიებო სისტემები და სოციალურ ქსელებში მათი ანალიზი; ვებ-გვერდების გადამოწმება და ონლაინ არქივები; ვიზუალის ვერიფიკაცია; გეოლოკაცია; დიდი მონაცემები; ღია მმართველობა და საჯარო ინფორმაცია; მედია საშუალებების მფლობელები და დაფინანსების წყაროები და სხვა. პუბლიკაცია მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის" ფარგლებში მოამზადა.
Author:სოფო გელავა, რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
Date: 13 Mar 2019

მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლება

მედია და ინფორმაციული წიგნირების სახელმძღვანელო დამხმარე სასწავლო რესურსია, რომელიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გაცნობიერებული მედია მოხმარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სახელმძღვანელო სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლების მიზნით შეიქმნა და თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ მასალებსაც მოიცავს თამაშების, სავარჯიშოების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესების სახით. სახელმძღვანელოს მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიულ სისტემაში მედია, როგორ გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია და დავადგინოთ, რა ინტერესები დგას კონკრეტული მედია საშუალების უკან, როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას, დავიცვათ კიბერუსაფრთხოება და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. სახელმძღვანელოს პრაქტიკული ნაწილი მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზის, ინფორმაციის მოპოვების და გადამოწმების, ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუირების, მედიის თვითრეგულირების ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ავითარებს.
Author:თამარ კინწურაშვილი, თამარ ხორბალაძე, სოფო გელავა, ნანა რაფავა, მაკა პეტრიაშვილი, დალი ქურდაძე