ჯგუფი განიხილავს პოსტერების მაგალითებს და განსაზღვრავს, რომელი მათგანი განეკუთვნება პროპაგანდას, ინფორმირებას, რეკლამას, სოციალურ რეკლამას და პიარს.
სამიზნე აუდიტორია
მოზარდები, უფროსები
ხანგრძლივობა
15 წუთი
სირთულის დონე
საწყისი
სავარჯიშოს მიზნები
ვიზუალური პროდუქციის სხვადასხვა სახეობების განსხვავებისა და პროპაგანდის გამოვლენის უნარი.
ინვენტარი
პოსტერები ყველა მონაწილისთვის, სტიკერები და მარკერები/საწერი კალმები
დავალება:
დაყავით მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ ამობეჭდილი პოსტერები. ჯგუფებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი მათგანი განეკუთვნება პროპაგანდას, ინფორმირებას, რეკლამას, სოციალურ რეკლამას და პიარს. ამისათვის ჯგუფებმა სტიკერები უნდა მიაკრან თითეულ პოსტერს. 5 წუთის შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებას პოსტერების შესახებ.
ჩამოსატვირთი მასალები: ბმული
წყარო: MediaNavigator.org