სავარჯიშო. კლონირებული მედიების ამოცნობა

ხანგრძლივობა:

      10 წთ

ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციისა და ფარული დღის წესრიგის გატარების მიზნით ხშირად დასავლურ მედია ბრენდებს იყენებენ. იკვეთება შემთხვევები, როცა სახეზეა როგორც კლონირებული დომენები, ასევე მიმსგავსებული ლოგოები.

ამობეჭდეთ თანდართული ფაილი და სთხოვეთ მონაწილეებს, მონიშნონ, მოცემული ორი ოფციიდან რომელი ვებ-გვერდი/ლოგოა ავთენტური და რომელი კლონირებული?

სთხოვეთ მონაწილეებს, გაგაცნონ შედეგები და დაასაბუთონ, რა ნიშნით მოახდინეს იდენტიფიცირება, რომელი იყო რეალური გვერდი/ლოგო და რომელი გაყალბებული.

ჩამოტვირთეთ დანართი 1