გეოლოკაცია
გეოლოკაცია, ადამიანის თუ ელექტრონული მოწყობილობის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატების დადგენის პროცესია. გეოლოკაცია ეყრდნობა ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Global Positioning System (GPS), რომელიც, ინტერნეტით დამუშავებული ციფრული მონაცემების მიხედვით, ჩვენთვის საინტერესო ობიექტის მდებარეობის გრძედსა და განედს გვთავაზობს.
გეოლოკაცია ინფორმაციის გადამოწმების პროცესის განუყოფელი ნაწილია. გეოლოკაციით ვიგებთ კოორდინატებს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების თუ მოვლენების შესახებ, როგორიცაა საწვრთნელი ბანაკები, შეიარაღებული ძალების გადაადგილება, ლანდშაფტის შეცვლა და ა.შ. ამისათვის ვიყენებთ ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სატელიტურ რუკებს, როგორიცაა Google Earth, Wikimapia და სხვა.
Google Earth ანუ Google დედამიწა არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით ჩვენი პლანეტის სამგანზომილებიან ვიზუალს გვთავაზობს. ხელმისაწვდომია, როგორც ბრაუზერის, ასევე დესკტოპის ვერსია, თუმცა დესკტოპის პროგრამა ონლაინ-ვერსიასთან შედარებით უფრო ფართო ფუნქციებს გვთავაზობს.
პროგრამის გახსნის შემდეგ ჩვენს ეკრანებზე დედამიწა გამოჩნდება. მარცხენა ზედა კუთხეში “ძიება” (Search) თქვენთვის სასურველი ადგილის/ობიექტის პოვნის შესაძლებლობას გაძლევთ. მაუსის ან მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებული პანელის მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციასთან მიახლოება ან დაშორება შეგიძლიათ.
Google Earth-ის ის ძირითადი ფუნქციები, რომლებიც ფოტოს/ვიდეოს გადაღების ადგილის დასადგენად გვჭირდება, მთაწმინდის პარკის მაგალითზე განვიხილოთ.
1. ობიექტის იდენტიფიცირება
რადგანაც სატელიტით მოწოდებული გამოსახულებით ჩვენ ობიექტებს ზედხედით ვუყურებთ, ხშირად, მათი აღქმა/იდენტიფიცირება რთულია. ობიექტის არსებობის დასაფიქსირებლად დააკვირდით მის ჩრდილებს.
2. ქუჩის ხედი - Street View
ქუჩის ხედის (Street View) ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის საინტერესო ადგილი 360°-ით დავათვალიეროთ და დავაზუსტოთ, თუ როგორ გამოიყურება ის. ამისათვის, მაუსის დახმარებით გადაადგილეთ მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე ფუნქციათა პანელზე არსებულ ყვითელ კაცუნა და ჩასვით თქვენთვის საინტერესო ადგილას.
თუ ყვითელ კაცუნას მთაწმინდის პარკში მდებარე ეშმაკის ბორბალთან ჩასვამთ, პროგრამა ეშმაკის ბორბლის პანორამულ ფოტოს შემოგთავაზებთ. ეს ფუნქცია ჩვენ ვიზუალური მასალის ადგილის გადამოწმების პროცესში გვეხმარება. თუ ვიხილავთ ვიდეოს, რომლის აღწერაც გვეუბნება, რომ ის ეშმაკის ბორბალთან არის გადაღებული, ქუჩის ხედის ფუნქციით ეშმაკის ბორბლის დათვალიერებით, ჩვენ შევძლებთ ეს ადგილი ვიდეოში გამოსახულ ადგილს შევადაროთ და დავრწმუნდეთ ან გავაბათილოთ, ნამდვილად აქ არის ვიდეო გადაღებული, თუ არა.
3. ისტორიული გამოსახულებები
Google Earth-ის პროგრამას ასევე აქვს ისტორიული გამოსახულებების (Historical Imagery) ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენთვის საინტერესო ადგილი/ობიექტი წარსულში. ფუნქციის ჩასართავად საჭიროა კურსორი შუაში განთავსებულ ფუნქციათა პანელთან მივიტანოთ და საათის გამოსახულების მქონე ღილაკს დავაჭიროთ . ამის შემდეგ გამოჩნდება დროის ხაზი (timeline), რომელზეც ჩვენთვის საინტერესო წელს მოვნიშნავთ.
ამ ფუნქციის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენთვის საინტერესო ადგილი სხვადახვა დროს და დავადგინოთ, თუ რომელ წელს აშენდა კონკრეტული ობიექტი. ამ ფუნქციის გამოყენებით შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ, ხომ არ არის განადგურებული ხეების საფარი კონკრეტულ ადგილას, დავაკვირდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო პუნქტების მშენებლობის დინამიკას და სხვა.
მთაწმინდის პარკის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ყველაზე ადრინდელი გამოსახულება 2001 წლით თარიღდება. თუ დავათვალიერებთ, როგორ გამოიყურებოდა პარკი წლების მანძილზე, პარკის გაშენების წელსაც დავადგენთ. ქვემოთ მოცემული სატელიტური გამოსახულებებიდან ჩანს, რომ მთაწმინდის პარკის მშენებლობა 2010 წელს განახლდა.
2001
2006
2010
4. მიმართულება და მანძილი ორ პუნქტს შორის
Google Earth-ს ასევე გააჩნია კონკრეტული წერტილიდან მიმართულებების მოძიებისა და ორ პუნქტს შორის მანძილის გაზომვის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციის გამოყენება უფრო მარტივი და მოსახერხებელია გუგლის რუკების (Google Maps) მეშვეობით, რომელიც გუგლის ონლაინ პროგრამაა. ინტერნეტ ბრაუზერში ჩაწერეთ maps.google.com და ძიება ამ პროგრამას გაგიხსნით.
Google Maps-ზე დაააკლიკეთ ისრის ფორმის ნიშანს. ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც თქვენთვის საინტერესო ორი პუნქტის დასახელება უნდა მიუთითოთ. ძიება შემოგთავაზებთ მარშრუტებს, თუ როგორ ჩახვიდეთ A პუნქტიდან B პუნქტში, ასევე, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მგზავრობის ხანგრძლივობასა და მანძილს პუნქტებს შორის.
Google Maps-ზე ორ პუნქტს შორის პირდაპირი მანძილის გაზომვაცაა შესაძლებელი. ამისათვის A პუნქტთან მაუსის მარცხენა კლიკით მონიშნეთ “გაზომეთ მანძილი” (measure distance) და მაუსის მარცხენა კლიკით რუკაზე B პუნქტი აირჩიეთ. ეს ფუნქცია გიჩვენებთ არა A პუნქტიდან B პუნქტამდე ჩასასვლელ მანძილს, როგორც ეს ზედა ფოტოზეა მოცემული, არამედ ამ პუნქტებს შორის პირდაპირ მანძილს. (სავარჯიშო 1)
Google Earth-ის მსგავსად, Wikimapia-ც სატელიტურ გამოსახულებებს გვთავაზობს. ის მომხმარებელს ინტრაქტიულ ფუნქციებს სთავაზობს. თითოეულ მომხმარებელს რუკაზე ადგილების მონიშვნა, მათი ფოტოების განთავსება და ინფორმაციის შევსება შეუძლია. Wikimapia-ზე კონკრეტული ობიექტები კატეგორიების მიხედვით შეგიძლიათ მოიძიოთ, როგორიცაა სამხედრო ბაზები, ბანაკები, მაღაზიები, საავადმყოფოები, მდინარეები, ტბები და ა.შ. Wikimapia-ს გამოყენება მრავალ ენაზე შეგიძლიათ, მათ შორის ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
თქვენ შეგიძლიათ მაუსის ან მარცხნივ მდებარე პანელის გამოყენებით თქვენთვის საინტერესო ადგილს მიუახლოვდეთ. მაგალითად, Wikimapia საშუალებას გაძლევთ, ცხინვალსა და მის მახლობლად მდებარე რუსული სამხედრო ბაზების იდენტიფიცირება მოახდინოთ.
1. მიაახლოვეთ რუკა ცხინვალთან
2. “კატეგორიებიდან” მონიშნეთ “სამხედრო ობიექტები
3. მონიშნეთ თქვენთვის საინტერესო წერტილი. ბაზაში არსებობის შემთხვევაში, Wikimapia ან ადგილის ფოტოებსაც შემოგთავაზებთ (მაგალითი 1)
გეოლოკაცია ინფორმაციის გადამოწმების პროცესის განუყოფელი ნაწილია. გეოლოკაციით ვიგებთ კოორდინატებს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების თუ მოვლენების შესახებ, როგორიცაა საწვრთნელი ბანაკები, შეიარაღებული ძალების გადაადგილება, ლანდშაფტის შეცვლა და ა.შ. ამისათვის ვიყენებთ ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სატელიტურ რუკებს, როგორიცაა Google Earth, Wikimapia და სხვა.
Google Earth-ის ფუნქციები
Google Earth ანუ Google დედამიწა არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით ჩვენი პლანეტის სამგანზომილებიან ვიზუალს გვთავაზობს. ხელმისაწვდომია, როგორც ბრაუზერის, ასევე დესკტოპის ვერსია, თუმცა დესკტოპის პროგრამა ონლაინ-ვერსიასთან შედარებით უფრო ფართო ფუნქციებს გვთავაზობს.
პროგრამის გახსნის შემდეგ ჩვენს ეკრანებზე დედამიწა გამოჩნდება. მარცხენა ზედა კუთხეში “ძიება” (Search) თქვენთვის სასურველი ადგილის/ობიექტის პოვნის შესაძლებლობას გაძლევთ. მაუსის ან მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებული პანელის მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციასთან მიახლოება ან დაშორება შეგიძლიათ.
Google Earth-ის ის ძირითადი ფუნქციები, რომლებიც ფოტოს/ვიდეოს გადაღების ადგილის დასადგენად გვჭირდება, მთაწმინდის პარკის მაგალითზე განვიხილოთ.
1. ობიექტის იდენტიფიცირება
რადგანაც სატელიტით მოწოდებული გამოსახულებით ჩვენ ობიექტებს ზედხედით ვუყურებთ, ხშირად, მათი აღქმა/იდენტიფიცირება რთულია. ობიექტის არსებობის დასაფიქსირებლად დააკვირდით მის ჩრდილებს.
2. ქუჩის ხედი - Street View
ქუჩის ხედის (Street View) ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის საინტერესო ადგილი 360°-ით დავათვალიეროთ და დავაზუსტოთ, თუ როგორ გამოიყურება ის. ამისათვის, მაუსის დახმარებით გადაადგილეთ მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე ფუნქციათა პანელზე არსებულ ყვითელ კაცუნა და ჩასვით თქვენთვის საინტერესო ადგილას.
თუ ყვითელ კაცუნას მთაწმინდის პარკში მდებარე ეშმაკის ბორბალთან ჩასვამთ, პროგრამა ეშმაკის ბორბლის პანორამულ ფოტოს შემოგთავაზებთ. ეს ფუნქცია ჩვენ ვიზუალური მასალის ადგილის გადამოწმების პროცესში გვეხმარება. თუ ვიხილავთ ვიდეოს, რომლის აღწერაც გვეუბნება, რომ ის ეშმაკის ბორბალთან არის გადაღებული, ქუჩის ხედის ფუნქციით ეშმაკის ბორბლის დათვალიერებით, ჩვენ შევძლებთ ეს ადგილი ვიდეოში გამოსახულ ადგილს შევადაროთ და დავრწმუნდეთ ან გავაბათილოთ, ნამდვილად აქ არის ვიდეო გადაღებული, თუ არა.
3. ისტორიული გამოსახულებები
Google Earth-ის პროგრამას ასევე აქვს ისტორიული გამოსახულებების (Historical Imagery) ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენთვის საინტერესო ადგილი/ობიექტი წარსულში. ფუნქციის ჩასართავად საჭიროა კურსორი შუაში განთავსებულ ფუნქციათა პანელთან მივიტანოთ და საათის გამოსახულების მქონე ღილაკს დავაჭიროთ . ამის შემდეგ გამოჩნდება დროის ხაზი (timeline), რომელზეც ჩვენთვის საინტერესო წელს მოვნიშნავთ.
ამ ფუნქციის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენთვის საინტერესო ადგილი სხვადახვა დროს და დავადგინოთ, თუ რომელ წელს აშენდა კონკრეტული ობიექტი. ამ ფუნქციის გამოყენებით შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ, ხომ არ არის განადგურებული ხეების საფარი კონკრეტულ ადგილას, დავაკვირდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო პუნქტების მშენებლობის დინამიკას და სხვა.
მთაწმინდის პარკის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ყველაზე ადრინდელი გამოსახულება 2001 წლით თარიღდება. თუ დავათვალიერებთ, როგორ გამოიყურებოდა პარკი წლების მანძილზე, პარკის გაშენების წელსაც დავადგენთ. ქვემოთ მოცემული სატელიტური გამოსახულებებიდან ჩანს, რომ მთაწმინდის პარკის მშენებლობა 2010 წელს განახლდა.
2001
2006
2010
4. მიმართულება და მანძილი ორ პუნქტს შორის
Google Earth-ს ასევე გააჩნია კონკრეტული წერტილიდან მიმართულებების მოძიებისა და ორ პუნქტს შორის მანძილის გაზომვის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციის გამოყენება უფრო მარტივი და მოსახერხებელია გუგლის რუკების (Google Maps) მეშვეობით, რომელიც გუგლის ონლაინ პროგრამაა. ინტერნეტ ბრაუზერში ჩაწერეთ maps.google.com და ძიება ამ პროგრამას გაგიხსნით.
Google Maps-ზე დაააკლიკეთ ისრის ფორმის ნიშანს. ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც თქვენთვის საინტერესო ორი პუნქტის დასახელება უნდა მიუთითოთ. ძიება შემოგთავაზებთ მარშრუტებს, თუ როგორ ჩახვიდეთ A პუნქტიდან B პუნქტში, ასევე, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მგზავრობის ხანგრძლივობასა და მანძილს პუნქტებს შორის.
Google Maps-ზე ორ პუნქტს შორის პირდაპირი მანძილის გაზომვაცაა შესაძლებელი. ამისათვის A პუნქტთან მაუსის მარცხენა კლიკით მონიშნეთ “გაზომეთ მანძილი” (measure distance) და მაუსის მარცხენა კლიკით რუკაზე B პუნქტი აირჩიეთ. ეს ფუნქცია გიჩვენებთ არა A პუნქტიდან B პუნქტამდე ჩასასვლელ მანძილს, როგორც ეს ზედა ფოტოზეა მოცემული, არამედ ამ პუნქტებს შორის პირდაპირ მანძილს. (სავარჯიშო 1)
Wikimapia-ს ფუნქციები