სავარჯიშო 3.2. გააფორმე კონტრაქტი!

მიზანი

სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებმა სრულფასოვნად გააცნობიერონ რბილი ცენზურის გავლენა სარედაქციო გადაწყვეტილებებზე.

ხანგრძლივობა

20 წთ

მეთოდი

ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, დისკუსია.

აღჭურვილობა

ამობეჭდილი სამუშაო ფორმა, კალმები, დაფა.


ინსტრუქცია: დაურიგეთ მონაწილეებს ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, რომელშიც საჯარო დაწესებულებასთან/კომერციულ ორგანიზაციასთან საინფორმაციო-სარეკლამო მომსახურების კონტრაქტის პირობებია ჩამოთვლილი. მონიშნეთ, თქვენი აზრით, კოტრაქტის რომელი პირობა შეიცავს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს. პასუხები 3 კრიტერიუმით შეაფასეთ (მისაღები, ნაწილობრივ მისაღები, მიუღებელი).

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 9 

სადისკუსიო კითხვები:

  • დაასაბუთეთ, თუ რატომ არის ცალკეული პირობა კატეგორიულად მიუღებელი/ ნაწილობრივ მისაღები ან მისაღები?
  • გააფორმებდით თუ არა კონტრაქტს ზემოთ მითითებული პირობებით, თუ მეორე მხარე წარმოადგენს:

      ა) ხელისუფლების რომელიმე შტოს;
      ბ) კომერციულ ორგანიზაციას;
      გ) რელიგიურ ორგანიზაციას;
      დ) პარტიას.

  • რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრულმა პირობამ მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე?
  • როგორ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო და სარეკლამო საქმიანობა?