მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებმა სრულფასოვნად გააცნობიერონ რბილი ცენზურის გავლენა სარედაქციო გადაწყვეტილებებზე.
ხანგრძლივობა
20 წთ
მეთოდი
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, დისკუსია.
აღჭურვილობა
ამობეჭდილი სამუშაო ფორმა, კალმები, დაფა.
ინსტრუქცია: დაურიგეთ მონაწილეებს ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, რომელშიც საჯარო დაწესებულებასთან/კომერციულ ორგანიზაციასთან საინფორმაციო-სარეკლამო მომსახურების კონტრაქტის პირობებია ჩამოთვლილი. მონიშნეთ, თქვენი აზრით, კოტრაქტის რომელი პირობა შეიცავს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს. პასუხები 3 კრიტერიუმით შეაფასეთ (მისაღები, ნაწილობრივ მისაღები, მიუღებელი).
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 9
სადისკუსიო კითხვები:
- დაასაბუთეთ, თუ რატომ არის ცალკეული პირობა კატეგორიულად მიუღებელი/ ნაწილობრივ მისაღები ან მისაღები?
- გააფორმებდით თუ არა კონტრაქტს ზემოთ მითითებული პირობებით, თუ მეორე მხარე წარმოადგენს:
ა) ხელისუფლების რომელიმე შტოს;
ბ) კომერციულ ორგანიზაციას;
გ) რელიგიურ ორგანიზაციას;
დ) პარტიას.
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრულმა პირობამ მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე?
- როგორ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო და სარეკლამო საქმიანობა?