2018 წლის 9 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია თემაზე “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა - უკრაინის გამოცდილებიდან ბალტიის ელფებამდე” გაიმართა.
სტუდენტებს ჰიბრიდული ომის გამოწვევებსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ლიეტუვას გამოცდილებაზე გამომძიებელი ჟურნალისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინას წარმომადგენელი არტემ ბაბაკი და ტროლებთან ბრძოლის გამოცდილებაზე ინტერნეტ წინააღმდეგობის მოძრაობა “ბალტიის ელფების” (Baltic Elves) წარმომადგენელი, ინტერნეტ-აქტივისტი გიედრიუს საკალაუსკასი ესაუბრნენ. დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და საქართველოში ლიეტუვას ელჩმა გიედრიუს პოუჯუნასმა მიმართეს.
ღონისძიება მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით პროექტის “ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის” ფარგლებში ჩაატარა, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.