Topic

პროპაგანდა

პროპაგანდა კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც ფაქტების სელექციური შერჩევით ან გაყალბებით სისტემატურად და მიზანმიმართულად პროპაგანდისტისთვის სასურველი შედეგის მიღებას და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. პროპაგანდისგან განსხვავებით, დარწმუნების მეთოდი უფრო ინტერაქტიულია და ცდილობს, ორივე მხარის, როგორც კომუნიკატორის, ასევე სამიზნე ჯგუფის ინტერესი დააკმაყოფილოს.

თავდაპირველად ლათინურ სიტყვა Propaganda-ს ნეიტრალური მნიშვნელობა ჰქონდა და ის გარკვეული იდეის გავრცელებას და პროპაგანდირებას აღნიშნავდა. სიტყვის წარმომავლობა 1622 წელს ვატიკანის მიერ დაფუძნებულ მისიონერულ ორგანიზაცია Sacra Congregatio de Propaganda Fide-ს (რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაცია) უკავშირდება, რომლის მიზანი კათოლიკური რწმენის გავრცელება იყო. მე-18 საუკუნიდან ტერმინი სეკულარული აქტივობების მიმართაც გამოიყენებოდა, ხოლო მოგვიანებით პოლიტიკურ სფეროში მან თანდათან შეიძინა ნეგატიური კონოტაცია.

ერთმანეთისგან განასხვავებენ თეთრ და შავ პროპაგანდას:

  • თეთრი პროპაგანდა ღიად იდენტიფიცირებული წყაროდან მომდინარეობს და გზავნილის შემადგენელი ინფორმაცია სწორია ან ახლოს არის სიმართლესთან
  • შავი პროპაგანდის შემთხვევაში, წყარო დაფარულია ან სხვა, არასწორი წყაროა მითითებული და გზავნილი ტყუილს, ფაბრიკაციას და კონსპირაციებს ეფუძნება. 

პროპაგანდის მახასიათებლებია:

  • შეცდომაში შეყვანა და ცნობიერებაზე ზემოქმედება; 
  • ზიანის მიყენების განზრახვა; 
  • მიზანმიმართულობა; 
  • სისტემატიურობა. 

პროპაგანდის მეთოდები და ტექნიკები

 

პროპაგანდის 3 საფეხურიანი მოდელი

 

რელიგიის/ინფორმაციის იარაღად გამოყენება

 

დეფლექციური წყაროს მოდელი

 

სოციალური მედია, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების წყარო

 

Adnauseam

 

მცდარი დილემის ტექნიკა

 

კონტრბრალდებები

 

ე.წ "კარტების დაწყობა"

 

სიმულაციური მტკიცებულებების შექმნა

 

ციტატის, წყაროს და კონტექსტის შეცვლა

 

კონსპირაცია და ფსევდომეცნიერება

 

დემონიზების ტექნიკა

 

გაზვიადება და განზოგადება

 

ფაქტების უარყოფა