mil network

Name:

მარიამ დანგაძე

Organization:

ქუთაისი

View more
 მარიამ დანგაძე
Name: მარიამ დანგაძე
Organization: ქუთაისი
მარიამ დანგაძე საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. ცდილობს, აქტიურად ჩაერთოს არაფორმუალური განათლების სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. გაეროს ქართული ასოციაციისა და ირის ჯგუფის დაფინანსებებით სხვადასხვა დროს განახორციელა დამოუკიდებელი პროექტები საქართველოს რეგიონებში. პროფესიის გარდა, დაინტერესებულია ისტორიით, მხატვრული ლიტერატურით, პოლიტიკითა და ჟურნალისტიკით.

მომზადებული მასალები:
სპუტნიკის ტყუილი, თითქოს აშშ პარტნიორებს “ჩამოწერილ” ტექნიკას “ასაღებს”

Geworld, სტალინი და ტვ ობიექტივი ბჟეზინსკის მორიგ ყალბ ციტატას ავრცელებენ

რას ამბობს “სტალინი” და რას სურსათის უვნებლობის სამსახური 2+ ძროხის ყოლაზე?

კრემლის 2 მითი მეორე მსოფლიო ომისა და პოლონეთის შესახებ

რას ასახავს ვიდეო, რომელსაც “ანტი-პარადოქსი” და რუსული Одноклассники ჩინელების კანიბალიზმად ნათლავენ?

რა პროდუქცია გადის რეალურად საქართველოდან ევროკავშირში და რას ამტკიცებს Geworld?

Vladimir putin”-ს და “putin xuilo” - საქართველოდან Google-ში პუტინის შესახებ ყველაზე ხშირად ძიებადი სიტყვებია

რას მალავენ რუსეთში COVID-19-ზე და დაკეტა თუ არა მოსკოვმა ჩინეთთან საზღვარი?

რა დახმარებას უწევს საქართველოს დასავლეთი და რა გზავნილებით გვამარაგებს კრემლის მედია?

დისკრედიტაცია ზურაბ გურულის წინააღმდეგ - კრიტიკა კარიერული კომპეტენციიდან რელიგიური შეხედულებებამდე

რა ვიცით არმია კრაიოვას და ტყის ძმების შესახებ?

იზარალა თუ არა პოლონეთის ეკონომიკამ “რუსოფობიური” პოლიტიკის გამო?

რა საერთო აქვთ Иракли Иракли-ს, ანტილიბერალურ დოქტრინას, News Front-სა და tvalsazrisi.ge-ს ერთმანეთთან?

შექმნა თუ არა საბჭოთა კავშირმა პირველი კომპიუტერი?

როგორ ამართლებს Geworld და კრემლის ექსპერტი ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა რეპრესიებს?

“პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე

არსებობს თუ არა ეთნოსზე მიმართული ბიოლოგიური იარაღი და რას ამტკიცებს კრემლი?

Name:

გიორგი რიჟვაძე

Organization:

ხულო

View more
  გიორგი რიჟვაძე
Name: გიორგი რიჟვაძე
Organization: ხულო
გიორგი რიჟვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. სწავლის პარალელურად აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში.
გიორგი არის “მითების დეტექტორის” საკვირაო სკოლის კურსდამთავრებული. ასევე მან სხვადასხვა პერიოდში გაირა EECMD-ის “დემოკრატიის სკოლა”, “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” ერთწლიანი კურსი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის “სამოქალაქო ქმედების სკოლა” და ბუქარესტის ოქტომბრის სკოლა პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფილოსოფიის შესახებ. გიორგის ასევე გავლილი აქვს სამთვიანი სტაჟირება USAID G4G-ში და იყო მოხალისე “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში”. იგი წერს ბლოგებს, აინტერესებს ფილოსოფია, პოლიტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები.

ყალბი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ არასრულწლოვანს სქესის შეცვლის ნებართვა მამის თანხმობის გარეშე მისცა

Name:

სირანუშ ანტონიანი

Organization:

ახალციხე

View more
  სირანუშ ანტონიანი
Name: სირანუშ ანტონიანი
Organization: ახალციხე
სირანუშმა 2017 წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსამზადებელ კურსზე პროგრამით 4+1 ჩააბარა. 2018 წელს სწავლა იურიდიული ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობის განხრით გააგრძელა.
2018 წელს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზია ,,მეცხრე არხში“ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. თარგმნის და აქვეყნებს სომხურენოვან ინფორმაციას ადგილბრივი მედიისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ეროვნულ კონფერენციებსა და სემინარებში.

Name:

ნიკა გურინი

Organization:

ყვარელი

View more
  ნიკა გურინი
Name: ნიკა გურინი
Organization: ყვარელი
ნიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია. 2016 წელს გაიარა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტული მენეჯმენტის უმაღლესი კურსები ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვის, სტრატეგიული მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, ფინანსური მართვის, მარკეტინგისა და მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზების განხრით. 2015-2016 წლებში, ა.ა.ი.პ. "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" პროექტის "ახალგაზრდული თვითმმართველობის" ფარგლებში კახეთში ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობდა. არის მედიის განვითარების ფონდის “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” კურსდამთავრებული. 2017 წლის დეკემბრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელი ელჩია. მუშაობს ადამიანის უფლებებისა და საჯარო სამართლის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მნიშვნელოვან ფორუმებსა და კონფერენციებში, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ისე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციისა და მედიის მიმართულებით. სწავლობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედია სკოლაში. პარალელურად მუშაობს სპორტულ მენეჯმენტსა და მარკეტინგზე. არის რამდენიმე უცხოელი ოლიმპიური ჩემპიონის მენეჯერი.


მომზადებული მასალები:

H1N1-ის ვირუსი ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გაჩნდა

დეზინფორმაცია, თითქოს მიგრაციის კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას და დაფინანსებას ავალდებულებს

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირიდან ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან 2006 წლის მასობრივი დეპორტაციის იდენტურია


დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია ხდება


მანიპულაცია, თითქოს ძიუდოისტებს პირჯვრის გადასახვას უკრძალავენ

ალტ ინფოსა და საქინფორმის მანიპულაციური სათაური მეთიუ ბრაიზას განცხადების შესახებ

სად არის წყარო? მარშალპრესმა, for.ge-მ და factnews. ge-მ გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაცია ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელეს

გამყრელიძე: "რუსეთის გარდა ლუგარის ლაბორატორიაზე მითები თავში არავის მოსდის"

6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს

რას სთავაზობს სახელმწიფო აფხაზებს და ოსებს COVID-19-თან ბრძოლაში და რას “სამხრეთ ოსეთის” KGB?

დეზინფორმაცია, თითქოს ჩინელები ნაღვარევის ისტორიულ ეკლესიას ანგრევენ

გადაკვეთეს თუ გადმოკვეთეს საზღვარი 2008 წლის ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა?

აქტივობები:


ინტერვიუ ღორის გრიპისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებზე აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში

Name:

ნატო ინასარიძე

Organization:

ახალციხე

View more
  ნატო ინასარიძე
Name: ნატო ინასარიძე
Organization: ახალციხე
2015 წელს დაამთავრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიური ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში, მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის დამატებითი სპეციალობით. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
2015 წლიდან დღემდე საზოგადოებრივ ორგანიზაცია - დემოკრატ მესხთა კავშირში მუშაობს. ამჟამად არის Erasmus + ის, ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) კოორდინატორი და პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ მედიატორი. 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სტუდენტური ინტერნეტ გაზეთის Jav.ge-ის რედაქტორი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ კონფერენციებსა და სემინარებში. არის პროექტ CURE-RU-ERASMUS+(Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel And in Georgia) მონაწილე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწოფო უნივერისტეტში ხორცილედება.


მომზადებული მასალები:

ტვ “ობიექტივის” და პატრიოტთა ალიანსის დეზინფორმაცია, თითქოს 67 უკრაინელი ეპისკოპოსი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უარყოფს

ვიდეოფაბრიკაცია, რომელიც ალჟირის საპროტესტო კადრებს ევროპულ ქალაქებად წარმოაჩენს

ანტი-დასავლური კონსპირაცია სალვადორ დალის ნახატზე „გეოპოლიტიკური ყრმა“

Name:

მარიამ თოფჩიშვილი

Organization:

გორი

View more
  მარიამ თოფჩიშვილი
Name: მარიამ თოფჩიშვილი
Organization: გორი
მარიამ თოფჩიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტია. 2018 წლიდან არის საგრანტო პროექტის მენეჯრი, რომელიც ახალგაზრდული ფემინისტური ჟურნალის შექმნას ისახავს მიზნად. არის საქართველოს გაეროს ასოციაციის PITA-ს გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. 2014-2016 წლებში იყო გორის ბავშვთა და ახალგაზროდბის ცენტრის ჟურნალისტიკის სექტორის მოსწავლე. 2015 წლიდან არის მოყვარული ფოტოგრაფი და არასამთავრობო ოგრგანიზაციის გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთ-ერთი თანადამფუძვნებელი და გრანტების მენეჯერი. 2015 წელს იყო ჯგუფ „ახალგაზრდა ფემინისტების“ შექმნის ინიციატორი. 2016-17 წლებში ჩართული იყო ქალთა ფონდის მიერ პროგრამებში. არის საქართველოს გაეროს ასოციაციის ესეების კონკურსის “Istory” 2016 წლის და UNDP-სა და CIDA -ს ესეების კონკურის “მე ახალგაზრდა საჯარო მოხელეს” 2017 წლის გამარჯვებული.

მომზადებული მასალები:


ყალბი ინტერვიუ და ფოტოები, თითქოს გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში პორნო ინდუსტრიაში მუშაობდა

გამოგონილი ამბავი, თითქოს ძიძა 3 თვის ბავშვის შეჭმას ცდილობდა

გამოგონილი ამბავი, თითქოს ნოტრ-დამის აღსადგენად 91 წლის მონაზონი ქალიშვილობას ყიდის

კრემლთან დაკავშირებული მედია და სიძულვილის ჯგუფები თურქეთის თავდაცვის მინისტრის ყალბი FB გვერდის დეზინფორმაციას ავრცელებენ

News Front-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გამოცემის მანიპულაციას აქვეყნებს

თარხან-მოურავი, putin-news.ru და სხვები ამტკიცებენ, თითქოს მერკელი გერმანიის ნატო-დან გასვლას განიხილავს

რა ვიდეოფაბრიკაციები ვრცელდება კორონავირუსზე მედიაში და რას გვეუბნება სტატისტიკა?


რას ასახავს ვიდეოკადრები, რომელთაც ონლაინ პლატფორმები უხანს და კორონავირუსს უკავშირებენ?

რას უკავშირდება სომხეთის ეკონომიკური ზრდა, რომელსაც “აზიმუტი” ევრაზიულ კავშირს მიაწერს?

კურნავს თუ არა პორნოვარსკვლავი “ექიმის” პრეპარატი კორონავირუსს?

სატურნ-პლუტონის შეერთება თუ ბიოლოგიური იარაღი - რატომ გავრცელდა კორონავირუსი?

ებრძვის თუ არა შვედეთი კორონავირუსს?  

უთხრა თუ არა 5G-ზე უარი ბრიტანეთმა Huawei-ს?

“ობიექტივი” ბილ გეიტსის ვიდეოფაბრიკაციას და ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

Name:

ლუსინე პიჩიკიანი

Organization:

ახალქალაქი

View more
  ლუსინე პიჩიკიანი
Name: ლუსინე პიჩიკიანი
Organization: ახალქალაქი
ლუსინე 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ 2011 წელს სწავლა ამავე უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე გააგრძელა. მე-4 კურსზე გაცვლითი პროგრამის საშუალებით გაემგზავრა ლატვიაში, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში ლატვიის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა. 2015 წელს ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა. 2015-2016 წლებში სტაჟირება აშშ-ის საელჩოში, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში გაიარა, ხოლო 2017 წელს - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატში სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტში. 2017 წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღო ვორკშოპში თემაზე „უმცირესობების უფლებები და უმცირესობების მიმართ პოლიტიკა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის რესპუბლიკებში”, რომელიც უკრაინასა და მოლდოვაში DAAD-ის მხარდაჭერით გაიმართა. ფლობს ქართულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებს. სწავლობს თურქულ ენას.

მომზადებული მასალები

დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემაზე გადავიდა

“ეროვნული ძალის” მანიპულაცია ევროპაში მუსლიმების რაოდენობის შესახებ

Sputnik-ისა და Russia Today-ს 4 ტყული მაკრონსა და “ყვითელი ჟილეტების” დემონსტრაციებზე

მანიპულაცია, თითქოს საქართველომ მშპ-ის 2% ნატოს უნდა გადაუხადოს

6 გზავნილი ნატოს წინააღმდეგ ალიანსის 70 წლის იუბილეზე

დეზინფორმაცია, თითქოს მუსლიმებმა ახალ ზელანდიაში ქრისტიანული ეკლესია მეჩეთად აქციეს

“პატრიოტთა ალიანსის” დეზინფორმაცია, თითქოს ნატო და აშშ საქართველოში არც ერთ პროგრამას აფინანსებს

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით ზარალდება

კრემლისტური News Front-ის კონსპირაცია ჯავახეთში სირიიდან დევნილი ეთნიკური სომხების ჩამოსახლების შესახებ

საქინფორმის რუსული კონსპირაციები აფრიკულ ჭირზე, ებოლასა და ლუგარის ლაბორატორიაზე

გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?

არის თუ არა „ბეცეჟეს“ ვაქცინა “საბჭოთა სასწაული”

რას ამტკიცებს „На самом деле“ და რა დახმარებები გამოუყო რეალურად ამერიკამ საქართველოს?

ვინ აფასებს კურიოზულად აშშ-ის ელჩის განცხადებას არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და რას ამტკიცებს წარსული გამოცდილება?

რა დეზინფორმაციას ავრცელებენ “ასავალ-დასავალი”, Риа Новости და Sputnik Беларусь-ი?

Name:

ლია დეკანაძე

Organization:

ხულო

View more
  ლია დეკანაძე
Name: ლია დეკანაძე
Organization: ხულო
ლია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების II კურსის სტუდენტია. ლია მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (FLEX) 2016-17 სასწავლო წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა, სადაც აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. 2017 წელს სტაჟირების კურსი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში” გაიარა. ასევე გავლილი აქვს “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” სასწავლო კურსი. ლია არის “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” საკვირაო სკოლის კურსდამთავრებული. ის World Vision-ის პროექტის SKYE Darts Club-ის აქტიური წევრი და „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტის “მომავალ პოლიტიკოსთა სკოლის” მონაწილეა. ამასთანავე იგი არის სოციალური საწარმოს “ეროვნული ფოტო-ატელიეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ლია დაინტერესებულია იდენტობის პოლიტიკით, ლიტერატურითა და მსოფლიო კულტურებით. უყვარს მოგზაურობა, თეატრი და კლასიკური მუსიკა.

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს პარტნიორი ორგანიზაციის IPPF-ის მიზანი აივ ინფექციის გავრცელებაა

Geworld-ის დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია სადამ ჰუსეინის შვილიშვილის შესახებ

“პატრიოტთა” ტყუილი ბათუმში მოქმედი 7 მეჩეთის და მათი სრული კომერციალიზაციის შესახებ

“და ჩვენ ვიცეკვეთ” - ძალადობრივი ჯგუფების დეზინფორმაციის სამიზნე

Name:

ირაკლი იაგორაშვილი

Organization:

თელავი

View more
ირაკლი იაგორაშვილი
Name:ირაკლი იაგორაშვილი
Organization: თელავი
ირაკლი იაგორაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. სწავლასთან ერთად აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. მუშაობს ორგანიზაცია “ლიბერალურ ხაზში” რელიგიური უმცირესობების საკითხებზე. ასევე აქტიურად მონაწილეობს იმ ღონისძიებებში, რომელთა მიზანია საზოგადოებაში თავისუფლების და ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის გავრცელება. ირაკლის მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და კონფერენციაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში გაცვლითი პროგრამის "Global Ugrad" საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერმონტში მიემგზავრება სასწავლებლად, სადაც პოლიტიკის მეცნიერებებს შეისწავლის. ირაკლი დაინტერესებულია ინფორმაციის სანდოობით და აქტიურადაა ჩართული მედიის განვითარების ფონდში ინფორმაციის გადამოწმების პროცესში.

მომზადებული მასალები:

ტვ “ობიექტივი” და სასულიერო პირების ნაწილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ რუსულ კონსპირაციებს ავითარებენ

3 მითი რუსეთის, როგორც მცირე ერების მფარველის შესახებ

მითი, თითქოს “ოვერლორდის” მნიშვნელობა ნაციზმზე გამარჯვებაში გადაჭარბებულია

“სტალინი” უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგ და კრემლის 3 მითი

ვინ არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული გერმანელი პოლიტიკოსები?

3 მითი საბჭოთა კავშირის შესახებ

ეპისკოპოს სპირიდონის “უფროსი ძმის” მითი “კიევის რუსეთზე”

რუსეთის 2 მითი ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ

“სტალინის” 2 ტყუილი უკრაინის და კონსტანტინოპოლის ეკლესიების შესახებ

ისტორიის გაყალბება: 1801 წელს საქართველო რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდა

პატრიოტთა ალიანსის ტყუილი, თითქოს აშშ-ს საქართველოში კომერციული პროექტები არ განუხორციელებია

როგორ ამართლებს იოანე რუსეთის მიერ ეკლესიების “გათეთრებას”

პატრიოტთა ალიანსის ტყუილი, თითქოს ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმს უარყოფდნენ

საკრებულოს დეპუტატი, ცხინვალის KGB, სპუტნიკ ოსეთია, სტალინი და სხვები ვაჟა ექიმის წინააღმდეგ

რომელი გვერდები აღარ არის ხელმისაწვდომი ფეისბუკზე?

რომელი ქვეყნებია რეალურად ფოტოზე, რომელსაც “აზიმუტი” შვედეთს მიაწერს?

მარია ზახაროვა სსრკ-ის მიერ ესტონეთის ოკუპაციას უარყოფს

ნიუსფრონტის 3 მითი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ

იცავს თუ არა სერბეთის ეკლესია COVID-19-ისგან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას?

როგორ აღნიშნავს ელადის ეკლესია აღდგომას პანდემიის დროს?

რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?

3 მითი დეპორტირებული მესხების შესახებ

რამდენს ხარჯავს აშშ კეთილდღეობაზე და რა სტატისტიკას ავრცელებს “პოლიტიკანო”?

უჭერს თუ არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აბორტს მხარს?


იცავენ თუ არა სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები შრომით უფლებებს?

კადიროვი თუ ნაციონალური მოძრაობა - ვის კვალს ხედავენ სახელისუფლებო და კრემლის აქტორები ჟურნალისტის ლიკვიდაციის გეგმაში?

რა ფასი აქვს რუსულ გაზს - პოლიტიკური თუ კომერციული?
 

აქტივობები:

ინტერვიუ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემაზე აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში

ირაკლი იაგორაშვილი გადაცემა "ჰეშთეგში"

სირცხვილის ერთი თვე - აქციებიდან გადაცემამდე

Name:

თეონა ბაბუციძე

Organization:

წეროვანი

View more
  თეონა ბაბუციძე
Name: თეონა ბაბუციძე
Organization: წეროვანი
თეონამ 2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე ჩააბარა, 2018 წლიდან კი სწავლა GIPA-ს საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო. 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება ძირითადად წეროვნის დევნილთა დასახლებაში არსებულ ორგანიზაციაში ,,უკეთესი მომავლისთვის / For better future" მიიღო, სადაც სხვადასხვა პროექტებში იყო ჩართული. 2016 წლიდან ,,მონიკა რუხაძის საადვოკატო კომპანიაში" საწყის ეტაპზე იურისტის თანაშემწისა და ამჟამად უკვე იურისტის პოზიციაზე მუშაობს.

მომზადებული მასალები:

5 მითი ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ

Pressტიტუციამ ქალი აქტივისტების ფეისბუკ პოსტები გააყალბა

ნებადართულია თუ არა უკრაინაში 14 წლის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა?

Name:

ელმადდინ მამედოვი

Organization:

მარნეული

View more
  ელმადდინ მამედოვი
Name: ელმადდინ მამედოვი
Organization: მარნეული
ელმადინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ევროპისმცოდნეობის და ანგლისტიკის მიმართულების, მეოთხე კურსის სტუდენტია. 2014-2015 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) სოფლის მეურნეობის განყოფილებაში, 2015-2017 წლებში კი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) ინტერვიუერად მუშაობდა. 2017 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“ში (“Green Caucasus”) გადაცემის წამყვანი იყო. 2016 წელს ძალადობის ალტერნატივების პროექტში (The Alternatives To Violence Project, Inc.) მონაწილეობდა. 2017 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიარა სტაჟირება. არის მედიის განვითარების ფონდის “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” კურსდამთავრებული.


მომზადებული მასალები:

მანიპულაცია და შუღლის გაღვივების მცდელობა, თითქოს პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს

“პრაიმტაიმი” თევზის გაუპატიურების გამოგონილ ამბავს რეალურ ინფორმაციად აშუქებს

რა ხდება მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო?


აქტივობები:   


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დააკმაყოფილა ელმადდინ მამედოვის საჩივარი

Name:

ანი ქისტაური

Organization:

საგარეჯო

View more
  ანი ქისტაური
Name: ანი ქისტაური
Organization: საგარეჯო
ანი ქისტაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ფილოსოფიისა და თავისუფალი მეცნიერებების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მონაწილეობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტში "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" (2017-2018წ), ამავე დროს, გადიოდა სტაჟირების პროგრამას ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში. 2016 წელს იყო ორგანიზაციის "ქართულ-ამერიკული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის" (AGILE) პროექტის "ახალგაზრდები დემოკრატიისთვის" რეგიონალური კოორდინატორი. ამჟამად დაინტერესებულია მედიაში არსებული ტენდენციებით და თანამედროვე მოვლენებით. თავისუფალ დროს უთმობს აღმოსავლურ პოეზიას, ლიტერატურასა და ხელოვნებას.


მომზადებული მასალები:

“ალიას” დეზინფორმაცია, თითქოს ასოცირების შეთანხმება ქიმიური ნარჩენების იმპორტს გვავალდებულებს

ქართველების შეუმდგარობის შესახებ ყალბი განცხადება გერმანელ პროფესორს არ ეკუთვნის

სახელისუფლებო ტროლები პანკისის მოვლენებზე, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ

დეზინფორმაცია, თითქოს ბათუმის ცენტრში ფართების უმეტესობას თურქეთის მოქალაქეები ფლობენ

ვინ ავრცელებს 5 წლის წინანდელ განცხადებას, რომელიც დღეს ომის შიშის გაღვივებას ისახავს მიზნად?

დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს დასავლეთისაგან ლეტალური იარაღის მიღების ნებართვა არ აქვს

სპუტნიკის მანიპულაცია, თითქოს ევროპელი ფერმერები საყოველთაო სიღატაკეს აპროტესტებენ

TI-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გაყალბებულ პოსტს ქართული ოცნების დეპუტატი, პარტიის მხარდამჭერი და “ობიექტივის” წამყვანი ავრცელებენ

სოროსის გაყალბებული ციტატა სინამდვილეში კრემლისტური მედიის პოლიტიკურ მიმომხილველს ეკუთვნის

როგორ იქცევა “სხვისი” სატირა “სპუტნიკზე” “ნიუსად” - განმეორებითი გაყალბების ქრონიკა

“ალიას” დეზინფორმაცია, თითქოს ასოცირების შეთანხმება ქიმიური ნარჩენების იმპორტს გვავალდებულებს

როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?

როგორ ვუშველოთ სახსრებს, როცა დავით ბიძინაშვილი=სამუილ კრუგლიაკსა და რენატ აკჩურიანს?

თარხან-მოურავის 2 ტყუილი გაეროს უშიშროების საბჭოზე

Stop 5G Georgia, ჯორჯ სოროსი და ტროლი გრიგორ მაკარიანის ფოტოთი

სახელისუფლებო და ანტილიბერალური ჯგუფების ორგანიზებული კამპანია რესპუბლიკელების წინააღმდეგ

აქვს თუ რა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას კოვიდ-19-ის წამლების შერჩევის პროცესზე გავლენა?

ვინ და როგორ “ამტკიცებს,” რომ ომი საქართველომ დაიწყო?

Name:

გიორგი ბოლქვაძე

Organization:

ბათუმი

View more
  გიორგი ბოლქვაძე
Name: გიორგი ბოლქვაძე
Organization: ბათუმი
დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. მუშაობს საინფორმაცი სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრში ,,თანადგომა" სოციალური მუშაკის პოზიციაზე. ასევე არის Women's Initiatives Supporting Group-ის რეგიონალური წარმომადგენელი. 2014 წლიდან დღემდე არის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე. მოხალისეობრივად იყო ჩართული ბათუმის ჭადრაკის ოლიმპიადაში Batumi Chess Olympiad 2018. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის წევრი.




მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ირანიდან საქართველოში მილიონობით მიგრანტი მოემართება

Name:

გუკა გუდაშვილი

Organization:

ლაგოდეხი

View more
  გუკა გუდაშვილი
Name: გუკა გუდაშვილი
Organization: ლაგოდეხი
გუკა გუდაშვილმა დამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის. ამჟამად არის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი - საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების პროფესიით. სხავადსხვა დროს მუშაობდა ქალაქ ლაგოდეხის მერიაში, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრში (CTC); ასევე იყო ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი გერმანიაში 2018 წელს. ამჟამად არის ერასმუსის სტუდენტური ქსელის კოორდინატორი საერთაშრისო სტუდენტებთან კომუნიკაციის დარგში.

მომზადებული მასალები:

პოლიტიკანოს მანიპულაცია მოლდოვას ეკონომიკის შესახებ

“პოლიტიკანო” გაყალბებულ Telegraph-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ყველაზე კრიმინალური ქალაქია


ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ ინვესტიციები გაიზარდა

“სპუტნიკის” მიერ გაშუქებული ანტიამერიკული აქცია საბერძნეთში კომუნისტური პარტიის ორგანიზებული იყო

Geworld-ის მანიპულაცია გერმანიის განათლების სისტემაზე

ურჩევენ თუ არა დიდ ბრიტანელებს კორონავირუსით ნებაყოფლობით დაავადებას?

Name:

გვანცა დევიძე

Organization:

თბილისი

View more
  გვანცა დევიძე
Name: გვანცა დევიძე
Organization: თბილისი
გვანცა დევიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი 2017 წელს დაამთავრა. ამჟამად მედიისა და კომუნიკაციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და კვლევითი საქმიანობით არის დაინტერესებული.
გვანცამ სტაჟირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაიარა. მუშაობდა უნივერისტეტის გაზეთში, ასევე იყო ლიტერატურული ჟურნალის რეპორტიორი. თანამშრომლობს მედიის განვითარების ფონდთთან მედიამონიტორისა და მითების დეტექტორის ლაბორატორიის ფარგლებში.


მომზადებული მასალები:

Geworld-ი ამტკიცებს, თითქოს ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მოუტანა

როგორ გააყალბა Sputnik-მა ლატვიაში ნატოს პოლიგონის შესახებ ვიდეო

ვალერი ხაბურძანიას ტყუილი აშშ-სა და ევროპის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ

პრო-რუსი აქტორები ამჯერად შვედი პოლიტიკოსის ციტატას აყალბებენ

ღამურებიანი მონეტებიდან ბილ გეიტსამდე - რა კონსპირაციები წარმოშვა COVID-19-მა?

ნიშნავს თუ არა ბელარუსის პროტესტის მხარდაჭერა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას?