სიტუაციური სავარჯიშო 5.2. სარედაქციო გადაწყვეტილება არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი კრიმინალის გაშუქებაზე

მიზანი

სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებმა ბავშვთა უფლების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების საკითხი საჯარო ინტერესის პრიზმიდან განიხილონ და შესაბამისი სარედაქციო გადაწყვეტილება მიიღონ. 

ხანგრძლივობა 

20 წთ 

მეთოდი 

ჯგუფური მუშაობა, დისკუსია 

აღჭურვილობა 

საქმის გარემოებების აღწეროლობა, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი. 


ინსტრუქცია: დაჰყავით სემინარის მონაწილეები ჯგუფებად, დაურიგეთ მათ საქმის გარემოებების აღწერილობა, დაფაზე ჩამოწერეთ შეკითხვები და დაავალეთ ჯგუფებს, მიიღონ სარედაქციო გადაწყვეტილება მ კონკრეტული შემთხვევის გაშუქების ან არგაშუქების შესახებ. 


საქმის გარემოებების აღწერილობა: გაზეთის რედაქციას წყარომ აცნობა, რომ ქალაქის მერის არასრულწლოვანი შვილი მეგობართან ერთად მაღაზიის ქურდობის გამო დააკავეს. მოგვიანებით მერის შვილი საპატიმროდან გაათავისუფლეს, ხოლო მისი მეგობარი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. რედაქციამ ინფორმაცია მეორე წყაროსთან გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ორივე წყარო კონფიდენციალურია.

დავალება: სარედაქციო კოლეგიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მასალის გამოქვეყნების ან არგამოქვეყნების შესახებ და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიცია. რედაქციამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს:

  • საკმარისია თუ არა კონფიდენციალური წყაროები მასალის გამოსაქვეყნებლად და რა წყაროებით შეიძლება დამატებით ამ ინფორმაციის გადამოწმება?
  • დაარღვევს თუ არა რედაქცია მასალის გამოქვეყნებით არასრულწლოვანის უფლებას?


პრეზენტაცია: სთხოვეთ გუნდებს თავიანთი სარედაქციო გადაწყვეტილებების პრეზენტაცია და არგუმენტირება.

შეჯამება: შეჯამებისას სთხოვეთ მონაწილეებს პასუხი გასცენ შეკითხვაზე:

  • რა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა მოცემულ შემთხვევაში - ბავშვის უფლების დაცვა თუ საჯარო ინტერესი და რა არის ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესი?