სიტუაციური სავარჯიშო 5.1. დაავადების საილუსტრაციოდ დაავადებული პირის ფოტოს გამოქვეყნება

მიზანი

სავარჯიშოს მიზანია სემინარის მონაწილეებმა გაიაზრონ პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა და მედიის პასუხისმგებლობა ამ პროცესში.

ხანგრძლივობა

20 წთ

მეთოდი

ჯგუფური მუშაობა, დისკუსია

აღჭურვილობა

საქმის აღწეროლობა, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი.


ინსტრუქცია: დაურიგეთ მონაწილეებს საქმის აღწერილობა, რომელიც დაავადების საილუსტრაციოდ კონკრეტული პირის ფოტოს გამოქვეყნებას შეეხება და განიხილეთ ჯგუფში ეს შემთხვევა

ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 9

სადისკუსიო კითხვები:

  • უნდა გამოექვეყნებინა თუ არა რედაქციას მასალა ფოტოს თანხლებით მასზე ასახული პირის თანხმობის გარეშე?
  • როგორ მოიქცეს რედაქცია, თუ ფოტოზე ასახული პირის ვინაობა მისთვის უცნობია და თანხმობის მოპოვება ვერ ხერხდება?
  • ამართლებს თუ არა ფოტოს გამოქვეყნებას ის ფაქტი, რომ პირს თვალები დაშტრიხული ჰქონდა?
  • უნდა შეიკავოს თუ არა რედაქციამ თავი სენსიტიური ფოტოს გამოქვეყნებისგან, თუკი მასზე ასახული პირის იდენტიფიცირებას მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი შესძლებს?


მაგალითი 1. ავადმყოფობის საილუსტრაციოდ ჩიყვით დაავადებული ადამიანის ფოტოს გამოქვეყნება