მიზანი
სავარჯიშოს მიზანია სტერეოტიპებისა და სიძულვილის ენის იდენტიფიცირების უნარის განვითარება და ტოლერანტობის ხელშეწყობა.
ხანგრძლივობა
30 წთ.
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია
აღჭურვილობა
ფერადი ფურცლები, კალმები, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი
ინსტრუქცია: სხვადასხვა ფერის ფერად ფურცლებზე სათითაოდ დაწერეთ შემდეგი 4 სიტყვა: “დევნილი სირიიდან”, “იეჰოვას მოწმე”, “სომეხი”, “ებრაელი” (ან სხვა რომელიმე იდენტობის ამსახველი სიტყვა). შეარჩიეთ 4 მონაწილე, რომლებსაც მაგიდასთან დასვამთ. შერჩეული მონაწილეების წინ დადეთ წარწერები ისე, რომ თავად ისინი მათ მაიდენტიფიცირებელ სიტყვას ვერ ხედავდნენ. დანარჩენმა მონაწილეებმა, რომლებიც წარწერას ხედავენ, ფერად ფურცლებზე დაწერილი სიტყვები სათითაოდ ისე უნდა ახსნან, რომ დაწერილი სიტყვა არ ახსენონ, ხოლო წარწერის გასწვრივ მჯდომმა მონაწილემ სიტყვა უნდა გამოიცნოს. ტრენერი დაფაზე წერს იმ ასოციაციებს, რომლებიც თამაშის მონაწილეებს უჩნდებათ.
განხილვა
- ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, განიხილონ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.
- ტრენერი სთხოვს 4 მონაწილეს, გადმოსცენ, რას გრძნობდნენ, როცა მათ ჯგუფს ახასიათებდნენ და ზოგადად როგორ აღქივამენ მათი ჯგუფის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.
- ტრენერი მონაწილეებს სთხოვს იმსჯელონ, როგორ შეიძლება სიძულვილის ენის და სტერეოტიპების დაძლევა.