მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებს მედიის გაცნობიერებული მოხმარების უნარი განუვითაროს.
ხანგრძლივობა
20 წთ.
მეთოდი
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი სამუშაო ფორმა, კალმები, დაფა
ინსტრუქცია: დაურიგეთ მონაწილეებს ამობეჭდილი სამუშაო ფორმა “ჩემი საინფორმაციო ველი” და სთხოვეთ წრის ცენტრში საკუთარი სახელი ჩაწერონ, მეორე წრეში კი მიუთითონ ის მედიები, საიდანაც ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ. ინფორმაციის წყაროების ჩამოწერის შემდეგ, სთხოვეთ მონაწილეებს შემდეგ წრეში მიუთითონ ინფორმაციის წყაროს მფლობელის ვინაობა, თუ ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილია. თუ სემინარის მონაწილეებს მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, შესაბამისი მედიის გასვწვრივ გრაფა ცარიელი დატოვონ.
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 8
სადისკუსიო კითხვები:
სთხოვეთ მონაწილეებს შევსებული ფორმების პრეზენტაცია, რა დროსაც შემდეგ საკითხებზე იმსჯელეთ:
- რამდენად ინფორმირებული ხართ იმ მედიების მფლობელების შესახებ, საიდანაც ყოველდღიურად იღებთ ინფორმაციას?
- რატომ არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს ინფორმაცია მედია საშუალების მფლობელისა და დაფინანსების წყაროების შესახებ?
- ახდენენ თუ არა, თქვენი აზრით, მფლობელები გავლენას დასახელებული მედიების სარედაქციო პოლიტიკაზე?
- შეგინიშნავთ თუ არა მიკერძოება რომელიმე მედიისთვის და ვის სასარგებლოდ? რა განაპირობებს ამ მიკერძოებას - მფლობელობა, ფინანსური თუ პოლიტიკური ფაქტორები?