სავარჯიშო 1. ყალბი ამბავი - ნაღმი საინფორმაციო ველში

მონაწილეები განიხილავენ ყალბ ამბებს და ყალბი ამბის საკუთარ ვერსიებს ქმნიან. 

სამიზნე აუდიტორია:
მოზარდები/ზრდასრულები
 

ხანგრძლივობა:

60 წუთი
 

სირთულის დონე:

რთული
 

მიზანი:

სავარჯიშოს მიზანი იმის გააზრება, თუ რა არის ყალბი ამბავი, როგორც მანიპულაციის სახეობა, სვადასხვა ტიპის მედიაში გაყალბებული ინფორმაციის ამოცნობისა და ანალიზის უნარი 
 

აღჭურვილობა 

ფლიპჩარტი, ფერადი კალმები, კომპიუტერი, მულტიმედია პროექტორი, ამოსაბეჭდი მასალა
 

 სავარჯიშოს აღწერა

 

ტრენერი მონაწილეებს შემდეგ კითხვებს უსვამს:

  1. ვის შეუძლია განმარტოს, რა არის ყალბი ინფორმაცია? (განზრახ გაყალბებული ახალი ამბავი, გამოგონილი, ფიქტიური ინფორმაცია)

  2. რისთვის იყენებენ ყალბ ამბავს მასმედიაში? როგორ მედიებში გვხვდება ყალბი ამბავი ყველაზე ხშირად?

  3. ვის შეუძლია მოიყვანოს ყალბი ამბის მაგალითი, რომელიც მედიაში ახლახანს გავრცელდა?

  4. დაასახელეთ ორგანიზაციები, რომლებიც ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვიან (მაგალითად, უკრაინული StopFake).


 ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს, ყალბი ამბების ანალიზზე სამუშაოდ, 3 ჯგუფად დაიყონ (იპოვეთ ისეთი მაგალითები, რომელთა კონტექსტი მონაწილეებისათვის ნაცნობი და გასაგები იქნება). 

 

ვიდრე მონაწილეები დავალების შესრულებას შეუდგებოდნენ, ტრენერი მათ სთავაზობს, განსაზღვრონ მარკერები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ყალბი ამბის იდენტიფიცირება. 

 

პირველი ჯგუფი ადგენს ყალბი ინფორმაციის მარკერებს ბეჭდურ მედიაში (ტექსტის სათაურსა და შინაარს შორის არსებითი განსხვავება, ინფორმაციის გამოქვეყნება კონკრეტული წყაროს მითითების გარეშე ან ისეთი წყაროს მითითება, რომლის გადამოწმება შეუძლებელია; როდესაც ტექსტი შეიცავს შეფასებით წინადადებებს, ემოციურად შელამაზებულ სიტყვებს, ყალბ ფოტოებს, ცრუ ექსპერტების მონაცემებს, მოწოდებას მოქმედებისაკენ.)

 

მე-2 ჯგუფი ადგენს მარკერებს სატელევიზიო ინფორმაციისათვის (თემებისა და გადაცემის სტუმრების/ექსპერტების შერჩევა (არმოწვევა), გამოსახულებისა და ტექსტის შეუსაბამობა, მწვავე და შელამაზებული ლექსიკა, ჟურნალისტის შეფასებები, სხვადასხვა პოზიციების გაშუქებისათვის განსხვავებული საეთერო დროის დათმობა, ისეთი “თვითმხილველების” ჩვენება, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია.)

 

მე-3 ჯგუფი ადგენს ახალ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიყალბის მარკერებს (აბსურდული მოთხოვნები, შოკისმომგვრელი ინფორმაცია, პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად სოცმედიის გვერდებისა და საეჭვო ანგარიშების გამოყენება, ინფორმაციის სათაურსა და შინაარს შორის არსებითი განსხვავება, პირველწყაროს არარსებობა.)

 

მონაწილეები ასრულებენ დავალებას და აკეთებენ კვლევის პრეზენტაციას. შემუშავებული მარკერები განთავსდება ფლიპჩარტზე. 

 

ცოდნის გამყარებისათვის ტრენერი მონაწილეებს ახალ 3 ჯგუფად ყოფს და სთხოვს შემუშავებული მარკერების მიხედვით შექმნან თითო ყალბი ამბავი ბეჭდური მედიისათვის, ტელევიზიისათვის და ახალი მედია საშუალებისათვის (თითოეულ ჯგუფს ურიგდება А1 ფორმატის ქაღალდი და ფერადი კალმები). 

 

ჯგუფები სათითაოდ წარმოადგენენ შექმნილ ფეიკებს, ხოლო დანარჩენები აფასებენ. 

 

ტრენერი აჯამებს შედეგებს და ხაზს უსვამს საზოგადოებრივ აზრზე ყალბი ინფორმაციის დესტრუქციულ გავლენას.

 

რჩევები ტრენერს

 

სავარჯიშოს დაწყებამდე მონაწილეებს უნდა ესმოდეთ რა არის მანიპულაცია, ფეიკები და მათი მარკერები. 

 

შეგიძლიათ კითხვების ჩამონათვალი მონაწილეების ცოდნის დონის გათვალისწინებით შეცვალოთ ან შეავსოთ.

 

მნიშვნელოვანია კონკრეტული მაგალითების მოყვანით იმ მარკერების ჩვენება, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სიყალბის დადგენა. 

 

ეცადეთ, მისცეთ მონაწილეებს საშუალება, თავად მოიფიქრონ იდეები ყალბი ამბავისათვის. არ უკარნახოთ და არ შესთავაზოთ თქვენი ვარიანტები. 

 

 

სამახსოვრო

 

ხანდახან უჩვეულო ისტორიები ავტორების ფანატაზიის ნაყოფია, ხოლო პერსონაჟები - გამოგონილი. 

იმისთვის, რომ გამოგონილი ფაქტები რეალობად არ აღიქვათ, შეამოწმეთ ინფორმაცია და დაადგინეთ მედიასაშუალება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ის. 

აუცილებლად შეამოწმეთ:

  • ინფორმაციის წყარო;
  • წყაროს სანდოობა;
  • ვებ-გვერდის რეპუტაცია, რომელმაც გაავრცელა ფეიკი;
  • ფოტო, რადგან გამოსახულების ორველწყაროს შეუძლია დაგვეხმაროს რეალური ფაქტების დადგენაში 

 

სასარგებლო ბმულები

სავარჯიშოს შესრულების მაგალითი YouTube.com-ზე

 

წყარო: MediaNavigator.org