სავარაჯიშო 2. Facebook-ი - პირადი თუ საჯარო?

მიზნები
სოციალური მედიის მახასიათებლების შესწავლა; სოციალური მედიის ფართო სპექტრზე, მდგრადობაზე, დინამიკაზე საუბარი; ერთ-ერთი პირის სოციალურ მედიის ქცევის მაგალითზე დასკვნების გაკეთება.


ხანგრძლივობა

2 სთ

 

მზადება

შევამოწმოთ კომპიუტერი და ინტერნეტი; შევარჩიოთ Facebook-დან ისეთი მაგალითები, რომლებიც პირად და საჯარო მახასიათებლებს (სურათებს, პოსტებს, კონტენტს) შეეხება. ჩამოვტვირთოთ და ამოვბეჭდოთ ან დავაკოპიროთ ისინი.

 

მასალა

„პროფილის შემოწმება“, სამუშაო ფურცლები A-D, ფლიპ ჩარტის ფურცლები და კალმები.

 

მეთოდი

სრული ჯგუფის ბრეინშტორმინგი, ჯგუფური სამუშაო, ონლაინ კვლევა, პრეზენტაცია.

 

ტექნოლოგია

კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელეფონები, USB ფლეშკები, პროექტორი (საჭიროების შემთხვევაში).

წყარო: Deutsche Welle Akademie

ბრეინშტორმინგი - Facebook-ი და მე/30 წუთი, ინდივიდუალური სამუშაო, სრული ჯგუფი
მოამზადეთ ფლიპ ჩარტის 4 ცალი ქაღალდი, კითხვებით Facebook-ზე მონაწილეთა ადრეული ცოდნისა და მოსაზრებების შესახებ. შემდეგ ჩამოკიდეთ ისინი ოთახის ოთხ სხვადასხვა ადგილას.

  • რატომ იყენებთ Facebook-ს?
  • უმეტესად რა სახის აქტივობები მოგწონთ Facebook-ზე?
  • რა სახის და რა სპეციფიკის პოსტებს აზიარებთ Facebook-ზე?
  • რა გძულთ Facebook-ზე? 

თხოვეთ მონაწილეებს, ამ შეკითხვებზე პასუხები განხილვის გარეშე ჩამოწერონ. როდესაც დაასრულებენ, სთხოვეთ, თავიანთი პასუხები განმარტონ:

  • შეგიძლიათ განმარტოთ თქვენი განცხადება? მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითი? რატომ ფიქრობთ ასე?

დისკუსიის დროს შეგიძლიათ, დაამატოთ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე:

  • რამდენი მეგობარი გყავთ Facebook-ზე?
  • როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, დაამატოთ თუ არა ვინმე მეგობრებში?
  • რამდენად ხშირად ხართ Facebook-ზე?
  • რამდენი წლის იყავით, როდესაც Facebook-ზე გაწევრიანდით? 

Facebook-ი - პირადი თუ საჯარო?/20 წუთი, სრული ჯგუფი

დისკუსია დაიწყეთ კითხვით:

  • როგორ ფიქრობთ, კონტენტი, რომელსაც Facebook-ზე აზიარებთ, საჯაროა თუ პირადი? 

მონაწილეები აღმოაჩენენ, რომ შეკითხვა არც ისე იოლია, იმიტომ, რომ მასზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. რა უნდა იყოს პირადი ან საჯარო, დამოკიდებულია ადამიანის პასუხზე, პერსონალურის დაცულობის ლიმიტებზე, მეგობრების რაოდენობაზე, კონფიდენციალობის პარამეტრებსა და ბევრ სხვა ფაქტორზე.
სთხოვეთ მონაწილეებს, განსაზღვრონ თავიანთი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლიმიტი. თავისუფლად აჩვენეთ Facebook პროფილების მაგალითები, სურათები და კომენტარები დისკუსიის წარსამართად.
მინიშნება: ვინაიდან ეს პირადი და მგრძნობიარე თემაა, Facebook-ის ყველა მაგალითი უნდა იყოს აღებული ისეთი მომხმარებლებისგან, ვისაც არც ერთი მონაწილე პირადად არ იცნობს.


Facebook-ი: პროფილების შემოწმება/40 წუთი, ჯგუფური სამუშაო სხვადასხვა თემაზე


მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყავით. თითოეული ჯგუფი Facebook-ის შესახებ ერთ სპეციფიურ საკითხს მოიძიებს - პირადი სურათები, გაზიარებული კონტენტი, მომხმარებლის ინფორმაცია და ქსელის დინამიკა. თითოეულ ჯგუფს მიეცით სამუშაო ფურცლები და თხოვეთ, შევიდნენ Facebook-ზე. შეგიძლიათ, ჯგუფებს ნება დართოთ, თემები თავად შეარჩიონ ან ბევრ საკითხს შეეხონ. ჩამოუარეთ ჯგუფებს მუშაობის პროცესში და მათ საჭიროებისამებრ ინდივიდუალური დახმარება შესთავაზეთ.


პრეზენტაცია: პროფილების შემოწმება/30 წუთი, პრეზენტაცია


თითოეული გუნდი თავიანთი მოძიებული თემის შედეგებს წარმოადგენს. დიდი ჯგუფების შემთხვევაში, გამოიყენეთ პროექტორი, ძალზედ მცირე ჯგუფების შემთხვევაში კი მათ პრეზენტაცია პირდაპირ კომპიუტერის ეკრანიდან შეუძლიათ გააკეთონ. სთხოვეთ დანარჩენი ჯგუფების წევრებს, უკუკავშირი მოახდინონ, დასვან შეკითხვები და თითოეულ პრეზენტაციაზე საკუთარი აზრი გამოხატონ. გთხოვთ, შეახსენოთ მონაწილეებს, რომ უკუკავშირი ყოველთვის დადებითი პოზიციების გამოხატვით დაიწყონ.
უკუკავშირის ფაზის შემდეგ, ჰკითხეთ მონაწილეებს, რა დასკვნამდე მივიდნენ, თუ მივიდნენ საერთოდ, თავიანთ სამომავლო Facebook აქტივობებთან მიმართებით.

გაჩერება A/ პროფილის შემოწმება: პირადი სურათები

 

დავალება
დარეგისტრირდით Facebook გვერდზე. გადახედეთ სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის პროფილებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ. შეამოწმეთ პირადი სურათები, რომლებიც მათ დაპოსტილი ან გაზიარებული აქვთ. შეეცადეთ, სხვადასხვა კატეგორიის სურათების იდენტიფიცირება მოახდინოთ და შეინახეთ და დაასათაურეთ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი თითოეული კატეგორიისთვის, რათა წარუდგინოთ სხვა მონაწილეებს.

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 1

დავალება 

ახლა დეტალურად გააანალიზეთ ის სურათები, რომლებიც შეინახეთ. რამდენადაც ყველა სურათს აქვს მნიშვნელობა, რომელიც ვერბალური გამოხატვის გარეშეა გადმოცემული, Facebook-ის თითოეული პირადი სურათი პირის და მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მყოფ ნებისმიერ სხვა პირს, მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე, აწვდის (თუ პროფილი საჯაროა).
შეავსეთ ცხრილი. რა ინფორმაცია და გზავნილები შეგიძლიათ, ამოიკითხოთ ფოტოებიდან? როგორი იყო თქვენი ემოციური რეაქცია? შეაფასეთ თქვენი მაგალითები ქულებით, შეაფასეთ ემოციურობის ხარისხი და პრივატულობის დონე. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია სურათის (უნებლიე) ინფორმაციულობის ხარისხი და კონტენტიც და გზავნილიც უფრო პრივატულია.

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 2

 

გაჩერება B/ პროფილის შემოწმება: გაზიარებული კონტენტი


დავალება
შედით Facebook გვერდზე. გადახედეთ სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის პროფილებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ. შეამოწმეთ პირადი ინფორმაცია, რომელიც მათ გაზიარებული ან დაპოსტილი აქვთ. შეეცადეთ, სხვადასხვა კატეგორიის კონტენტის იდენტიფიცირება მოახდინოთ და შეარჩიოთ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი თითოეული კატეგორიისთვის, რათა სხვა მონაწილეებს წარუდგინოთ. შეინახეთ თქვენი მაგალითები გაფართოებული ხედვის ფუნქციით, გადაიღეთ სქრინშოტი და შეინახეთ იგი უნიკალური სახელით.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 3

 

დავალება
ახლა თქვენი მაგალითები დეტალურად გაანალიზეთ. გაზიარებული კონტენტი ყოველთვის იძლევა ინფორმაციას მომხმარებლის სპეციფიური ინტერესების შესახებ გარეშე პირებისთვის, ვინც Facebook-ზეა (თუ პოსტი საჯაროა). შეავსეთ ცხრილი. რა ინფორმაციას და გზავნილებს იგებთ მოცემული პოსტებით? თქვენი აზრით, რა მიზნით დაპოსტა მომხმარებელმა აღნიშნული Facebook-ზე? რა მნიშვნელობა აქვს ამ პოსტს თქვენთვის? შეაფასეთ ქულებით თქვენი მაგალითები: შეაფასეთ, რამდენად საინტერესოა კონტენტი თქვენთვის, როგორც აუტსაიდერისთვის, ასევე პრივატულობის დონე. რაც უფრო მაღალია ქულა, მით მაღალია თქვენი ინტერესი მისდამი და მით უფრო პირადულია მისი შინაარსი

 

გაჩერება C/ პროფილის შემოწმება: „თქვენ შესახებ“


დავალება
შედით Facebook გვერდზე. გადახედეთ სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის პროფილებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ. შეამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ, მოიძიოთ Facebook-ის მომხმარებლის გრაფაში „თქვენ შესახებ“, სადაც Facebook-ი მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი და ჩამოთვალე რა ინფორმაციას ეკითხება Facebook-ი მომხმარებელს და შეაფასეთ ქულებით, რამდენად საინტერესოა თქვენთვის ეს ინფორმაცია.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 4

 

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებლები Facebook-ის კატეგორიაში „თქვენს შესახებ“ წერენ, თავსატეხივითაა. ეს მონაცემები ერთობლიობაში მომხმარებლის პიროვნებას (სასიამოვნო, იუმორისტული, აგრესიული თუ ა.შ.), ცხოვრებას (სკოლა, მშობლიური ქალაქი, განათლება, მეგობრები, სქესობრივი ორიენტაცია და ა.შ.) და სპეციფიურ ინტერესებს (პოლიტიკა, სპორტი, ფილმი, თამაშები და ა.შ.) ასახავს. ყველას, ვინც Facebook-ზეა დარეგისტრირებული, შეუძლია, ეს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებისთვის (თუ პროფილი საჯაროა) - ამ პიროვნების წინასწარი ინფორმირების გარეშე გამოიყენოს.

დავალება
ახლა იპოვეთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი Facebook-მომხმარებლებისა, რომელთა კატეგორია „თქვენს შესახებ“ მკაფიო წარმოდგენას გიქმნით ამ პიროვნების შესახებ. შეარჩიეთ სამი სხვადასხვა მომხმარებლის პროფილი, რომელთა ინტერესები განსხვავებულია შემდეგი მიმართულებებით: სამუშაო/ადგილმდებარეობა/მუსიკა/წიგნები/მოწონებები და ა.შ. შეინახეთ ეს პროფილები (ან მათი ბმულები) სხვა მონაწილეებისთვის წარსადგენად. აღწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ მომხმარებლებზე და მიანიჭეთ მათ ქულები. რაც უფრო მაღალია ქულა, მით მეტად მაღალი იქნება თქვენი პირადი ინტერესი შერჩეული პროფილის მიმართ.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 5

 

გაჩერება D/ პროფილის შემოწმება: დინამიკა


დავალება
შედით Facebook გვერდზე. გადახედეთ სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის პროფილებს, საუბრებს, მოწონებებს და კომენტარებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ. შეისწავლეთ განსხვავებული დინამიკა, რომელიც Facebook-ის ქსელურმა ბუნებამ შეიძლება გამოიწვიოს მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაპოსტავს ან გააზიარებს სურათს, ვიდეოს, გზავნილს ან ბმულს. შეეცადეთ, დინამიკის განსხვავებული კატეგორიების იდენტიფიცირება მოახდინოთ, მაგალითად, მოწონებების (“ლაიქების”), გაზიარებების, კომენტარების, არგუმენტების, უთანხმოებების ან შეურაცხყოფების რაოდენობა და რამდენად სწრაფად ხდება მათი გამოყენება.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 6

 

დავალება
ნებისმიერი კონტენტი, რაც Facebook-ზეა დაპოსტილი, შესაძლოა, გაზიარდეს და განავითარების თავისი დინამიკა ჰქონდეს. შეეცადეთ, იპოვოთ კონტენტის მაგალითები, რომელთაც მომხმარებელთა შორის მოსაზრებათა ცოცხალი, დინამიური გაცვლა მოჰყვა შედეგად. მოიძიეთ ყველა სახის კონტენტი: საუბრები, სურათები, ბმულები, ვიდეოები და ა.შ. რამდენი მოწონება აქვს თითოეულ კონტენტს? რამდენი კომენტარია? რა სახის კომენტარებია?

აარჩიეთ 5 განსხვავებული მაგალითი, რომელსაც სხვებს წარუდგენთ. შეინახეთ თქვენი მაგალითები გაფართოებული ხილვადობით, გადაუღეთ სქრინშოთი და შეინახეთ ისინი უნიკალური დასათაურებით. შეავსეთ ცხრილი და შეაფასეთ ქულებით თქვენი მაგალითები. ზოგჯერ პოსტებს ძალიან დინამიური რეაქციები მოჰყვება, თუმცა, დესტრუქციული ხასიათის, მაგალითად, შეურაცხყოფა, მუქარა ან ბულინგი. ასეთ შემთხვევაში დინამიკის ხარისხი დაბალია. სხვა პოსტებზე რეაქცია საკითხის ფართოდ გაშლას პოზიტიური და შემოქმედებითი მიდგომით უწყობს ხელს. ეს არის მაღალი ხარისხის დინამიკა, რომელიც პოსტს დამატებით ღირებულებას სძენს. შეაფასეთ დინამიკის ხარისხი თქვენს მიერ შერჩეული 5 მაგალითისთვის. რაც უფრო მაღალია ქულა, შესაბამისად მაღალია დინამიკის ხარისხი.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 7