მაგალითი 2. თამაში “მომო”
2018 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსივრცეში ახალი თამაში სახელად “მომო” გამოჩნდა. "მომოს" ავატარის ფოტოზე იაპონელი არტისტის, კეისუკე აისავას ნამუშევარია გამოსახული, რომელსაც "დედა ჩიტი" ჰქვია. მომოს სახელით მოთამაშეებს თავდაპირველად ფეისბუქით, ხოლო მოგვიანებით კი whats up-ით უკავშირდებოდნენ. თამაშს კოლუმბიაში 12 წლის გოგონას და 16 წლის ბიჭის თვითმკვლელობა დაუკავშირეს. პოლიციამ გოგონას ტელეფონიდან თითმკვლელობისთვის მზადების ვიდეო ამოიღო. ასევე თამაშ მომო-ს უკავშირდება 18 წლის ინდოელი ბიჭის მანიშ სარკის თვითმკვლელობა. პოლიცია არც ამ და სხვა თვითმკვლელობების და თვითდაზიანებების დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ თვითმკვლელობის ამ და სხვა მსხვერპლი ბავშვების ტელეფონებში whats up-ში მიღებული ძალადობის შემცველი სურათები და მისტიური, წყევლის შემცველი მესიჯები აღმოჩნდა. ბავშვები ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მანიშ სარკის დედის განცხადებით, ბავშვი გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში მეგობრებისა და მშობლებისგან ტელეფონს მალავდა, რათა მათ მისი სურათები ან მესიჯები შემთხვევით არ ენახათ. ერთ-ერთი მასწავლებლის განცხადებით, მან იცოდა, რომ მომო-ს სხვა მოსწავლეებიც თამაშობდნენ, მაგრამ მათ დროულად შეწყვიტეს თამაში.