მაგალითი 2: გაუქმებული ვებ-გვერდის აღდგენა

2016 წლის 1 დეკემბერს, ინტერნეტ პორტალმა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა მასალა სადაც რუსულენოვან პორტალ “Свободная пресса” დაყრდნობით ნათქვამია რომ ერაყში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ბაღდადის ეროვნული მუზეუმი გაძარცვეს.



თავის მხრივ “Свободная пресса” ეყრდნობოდა სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიუროს ექსპერტების (Эксперты Стрингерского бюро международных расследований) მიერ მოპოვებულ მასალებს, თუმცა მასალაში მითითებული ბმული არ ფუნქციონირებდა.



საარქივო მასალების მოსაძიებელ რესურსებში ru.fbii.org-ის გადამოწმებისას გაირკვა, რომ სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიურო სტატიებს ესპანურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებდა.

ვებ-გვერდის დაარქივებული მასალებიდან კატეგორიაში “ჩვენს შესახებ” მითითებულია, რომ

“სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიურო აერთიანებს დამოუკიდებელ ინტელექტუალებს, პოლიტოლოგებსა და ჟურნალისტებ, ყველას ვისაც სურს ადამიანებამდე მიიტანოს სიმართლე დედამიწის ყოვლისშემძლე და ბნელი იმპერიის, ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ”.

მისიის განაცხადიდან ირკვევა რომ ორგანიზაცია მიკერძოებულია და ბაღდადის მუზეუმის ძარცვის დეტალების შესახებ მისი სანდო წყაროდ მიჩნევა შეუძლებელია.



Archive.is და Internet Archive Wayback Machine გამოყენება სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიუროს ვებ-გვერდის არქივების მოსაძიებლად.



სრული სურათისთვის რეკომენდირებულია ვებ-გვერდის რეგისტრაციის მონაცემების მოძიებაც. ამან შესაძლოა მოგვცეს საგულისხმო ინფორმაცია მისი მფლობელის - პიროვნების ან ორგანიზაციის შესახებ. როგორც ჩანს დომეინი FBII.ORG 2010 წელს შეიქმნა. იგი დარეგისტრირებულია ჰოლანდიაში ორგანიზაციიდან -FBII , თუმცა მფლობელი შესაძლოა ესპანეთიდანაც იყოს. საარქივო მასალებიდან ჩანდა რომ ვებ-გვერდი სამ რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე ფუნქციონირებდა.