2019 წლის 21 თებერვალს, მედიის განვითარების ფონდმა, ქალაქ ყვარელის 1 საჯარო სკოლაში სემინარი “გაზომე სიმართლე!” ჩაატარა.
სემინარის მონაწილე უფროსკლასელები ყალბი ინფორმაციის გამოწმების მეთოდებს ინტერაქტიული თამაშების მეთოდით გაეცნენ. სემინარი მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების მნიშვნელობას, ყალბი ინფორამციის, ფოტოებისა და ვიდეოების გადამოწმების გზებს და ტროლების იდენტიფიცერების ხერხებს დაეთმო. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფური თამაში კარტით - "მედიადეტექტორი" და ონალინ თამაში ყალბი ამბების გადამოწმებაზე - "გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!" ითამაშეს.
სემინარში ქალაქ ყვარელის საჯარო სკოლებიდან 28 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიება პროექტის "ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.