საერთაშორისო ფორუმზე მედიაწიგნიერება 360° MDF-ის სემინარი გაიმართა

2018 წლის 12 დეკემბერს ბრატისლავაში ციფრული კომუნიკაციების ქსელის მიერ გამართულ საერთაშორისო ფორუმზე “მედიაწიგნიერება 360°” მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სემინარი “მედიაწიგნიერების პროგრამების გავლენა” გაიმართა.

MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა და მედიაწიგნიერების პროგრამის დირექტორმა სოფო გელავამ სემინარის მონაწილეებს ის 5 ძირითადი პრინციპი გააცნეს, რომლსაც ორგანიზაციის მედიაწიგნიერების პროგრამები ეფუძნება. სემინარზე წარმოდგენილი იყო MDF-ის მედიაწიგნიერების რესურსები, რომლებიც პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნა, მათ შორის მონაცემთა ახალი ბაზა MilLab.ge-სა და ყალბ ინფორმაციასა და სიძულვილის ენაზე შექმნილი ორი ახალი თამაში, რომლებიც 4 ენაზე - ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულზე - იქნება ხელმისაწვდომი.

ფორუმის ფარგლებში MDF-ი მედიაწიგნიერების გამოფენაშიც მონაწილეობდა, სადაც წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის საგანმანათლებლო რესურსები.

ბრატისლავის ფორუმსა და გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი მედიაწიგნიერების ინიციატივებისა და არსებული რესურსების გაცვლა, ასევე დეზინფორმაციასთან და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის გაზრდა იყო.

ღონისძიების ორგანიზატორები World Learning და Digital Communication Network იყვნენ.