2018 წლის 5-8 ნოემბერს მედიის განვითარების ფონდში “მითების დეტექტორის” ლაბორატორიის რეგიონული აქტივისტების ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მონაწილეები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში უცხოელი ექსპერტების გამოცდილებას გაეცნენ. Bellingcat-ის ექსპერტი ნარინე ხაჩატრიანი და უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი არტემ ბაბაკი მონაწილეებს იმ რესურსებსა და ტექნოლოგიებს აცნობდნენ, რომლითაც ჟურნალისტური გამოძიებები ტარდება და ყალბი ინფორმაციის გადამოწმება ხდება.
ტრენინგს თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14 მონაწილე ესწრებოდა.
ღონისძიება პროექტის “ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს. ღოსნიძიების პარტნიორები იყვნენ UNAG და CIDA.