მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 11-16 მარტს მართავენ მედიაწიგნიერების კვირეულს, რომლის მიზანია საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაცია.
კვირეული 11 მარტს ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პედაგოგთა ტრენინგით დაიწყება, 13 მარტს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო, ასევე ვებ-გვერდი, ონლაინ თამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება.
14 მარტს მედიის განვითარების ფონდი ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის მედიაწიგნიერებაში ტრენინგს გამართავს; 15 მარტს ღია საზოგადოების ფონდში კვლევის “საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება” გაიმართება; 16 მარტს კი -წეროვანის დევნილთა დასახელბაში, ახალგაზრდულ ცენტრში სემინარი “გაზომე სიმართლე”.
კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოში ნიდერლანდების და აშშ-ს საელჩოების, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.