MDF-მა უკრაინელ კოლეგებს საქართველოში მედიაწიგნიერების მდგომარეობა გააცნო

21-22 მარტს კიევში ჩატარდა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური კონფერენცია სახელწოდებით „მედიაწიგნიერების თანამედროვე გარემო და მისი განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია მოეწყო უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „უკრაინის პრესის აკადემიისა“ და Deutsche Welle Akademie-ს ორგანიზებით. მოლდოველ, ყაზახ, ბელორუს და სომეხ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდა „მედიის განვითარების ფონდი“. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა სოფო ჩხაიძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მდგომარეობა გააცნო და ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოცდილებაზე ესაუბრა.