27 ოქტომბერს Mozilla Fest-ის ფარგლებში გამართულ მედია წიგნიერების სასწავლო სემინარზე მედიის განვითარების ფონდის (MDF) თამაშის “გძულს თუ ტოლერანტი ხარ?” პრეზენტაცია გაიმართა.
თამაშის მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად ტოლერანტი ან შეუწყნარებელია მოთამაშე. თამაში ინფორმაციის დამოუკიდებლად შექმნის, წყაროების მოძიების და ფაქტების გადამოწმების, ფაქტის და მოსაზრების გამიჯვნის უნარებს და უმცირესობების საკითხების გაშუქების მგრძნობელობას ავითარებს. საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშე ანგელოზად იქცევა, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კი საბოლოოდ ბოღმისგან სკდება. ყველას აქვს შესაძლებლობა, საბოლო ნაშრომი ნახოს და დაშვებული შეცდომები გაანალიზოს.
სემინარში, რომლის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება იყო, დოიჩე ველე აკადემიის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ქსელის (MILEN) ექსპერტები მონაწილეობდნენ.