მიზანი
სავარჯიშოს მიზანია სიძულვილის ენის შემთხვევების კრიტიკული ანალიზის და თვითრეგულირების ფორმატში განხილვის უნარის განვითარება.
ხანგრძლივობა
40 წთ.
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი საქმის აღწერილობა და რეგულაციები
კალმები, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი
ინსტრუქცია: დაყავით მონაწილეები სამ ჯგუფად: 1) პოლ კლარკი (მომჩივანი); 2) Daily Express-ის რედაქცია (მოპასუხე); 3) პრესის სტანდარტების დამოუკიდებელი ორგანიზაცია (პრესის საბჭო). დაურიგეთ სამივე ჯგუფს ამობეჭდილი საქმის აღწერილობა და რეგულაციები და სთხოვეთ, მოამზადონ პოზიციები პროცესისთვის. გამართეთ იმიტირებული პროცესი. მას შემდეგ, რაც პრესის სტანდარტების დამოუკიდებელი ორგანიზაცია თავის ვერდიქტს გამოიტანს, გამართეთ დისკუსია, თუ რამდენად დასაბუთებული იყო თითოეული მხარის პოზიცია და როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მსგავსი შემთხვევები.
ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 7
ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 8
კითხვები:
- რამდენად გამართლებული იყო სათაურის ასეთი ფორმულირება?
- გამართლებულია თუ არა სათაურის გამძაფრება, მაშინ, როცა ტექსტში ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არის მოცემული, რათა მეტი მკითხველი მივიზიდოთ?
- უნდა მოახდინოს თუ არა ტრადიციულმა მედიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კერძო პირების სიძულვილის ენის შმცველი კომენტარების ტირაჟირება?
- თუ ფეისბუკ სტატუსის ავტორი არასაჯარო პირია, რამდენად აქვს სოციალურ ქსელში გამოთქმულ მის მოსაზრებას საინფორმაციო ღირებულება?
- თუ საზოგადოებაში და ბავშვების მშობლებში არსებობს შეუწყნარებლობა მიგრანტთა მიმართ, უნდა მოახდინოს თუ არა მედიამ ამ პრობლემის უგულვებელყოფა და არ უნდა გააშუქოს ის? დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორ უნდა გააშუქოს?