მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებს სენსაციური სათაურების კრიტიკული ანალიზის უნარი განუვითაროს.
ხანგრძლივობა
20 წთ.
მეთოდი
ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, კალმები, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი.
ინსტრუქცია: დაურიგეთ სემინარის მონაწილეებს ამობეჭდილი ფორმები და სთხოვეთ მონიშნონ, რომელი სათაურია, მათი აზრით, დამაჯერებელი, რომელი შეიცავს ნახევრადსიმართლის ელემენტებს და რომელია ტყუილი.
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 6
სადისკუსიო კითხვები:
- დაასახელეთ ფაქტორები, რომლებმაც დაგარწმუნათ, რომ სათაური სიმართლეს შეესაბამება/ყალბია?
- გქონდათ თუ არა წინასწარი ინფორმაცია ცხრილში მოცემულ რომელიმე ფაქტზე? დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაასახელეთ წყაროები და შეაფასეთ მათი სანდოობა.
- დაასახელეთ ფაქტორი, რომელმაც გაფიქრებინათ, რომ ესა თუ ის სათაური ნახევრად სიმართლეა.
- საკმარისია თუ არა სათაურის წაკითხვა ინფორმაციის მისაღებად?
- რამდენად მოქმედებს წინასწარი განწყობა ინფორმაციის სანდოობის აღქმაზე?