სავარჯიშო 1.4. წყაროები და ბალანსი

მიზანი

ინფორმაციის და წყაროების კრიტიკული ანალიზის უნარი


ხანგრძლივობა

30 წთ.


მეთოდი

ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური დისკუსია


აღჭურვილობა

ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, კალამი, დაფა


დავალება: რედაქციაში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია შედის, სხვადასხვა წყაროები ჟურნალისტებს არაერთ ცნობას აწვდიან. ეს კი ჟურნალისტისგან ინფორმაციის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმებას და დამატებითი ფაქტების მოძიებას მოითხოვს.

შეურჩიეთ სემინარის მონაწილეებს ტექსტი ან გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული მაგალითი, რომელშიც მხოლოდ 1 წყაროა წარმოდგენილი. სთხოვეთ მიუთითონ ცხრილში, რომელი მხარე არის წარმოდგენილი მასალაში და რომელ წყაროს მიმართავდნენ დამატებით იმისთვის, რომ მასალა სრულყოფილი იყოს.

ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 1

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 5


სადისკუსიო კითხვები:

  • რომელი წყარო აკლია მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის არსში სრულფასოვნად გასარკვევად?
  • რომელი წყაროებია მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველა მხარის პოზიცია დაბალანსებულად იყოს წარმოდგენილი?
  • როგორ შეცვლიდით სტატიის სათაურს იმ შემთხვევაში, თუკი მასალას დამატებით წყაროებთანაც გადაამოწმებდით?