ხანგრძლივობა
სამუშაო ფორმა 1: 30 წთ. (საკლასო სავარჯიშო)
სამუშაო ფორმა 2: საშინაო დავალება 1 დღე, ჯგუფური მუშაობა 10 წთ, პრეზენტაცია 15 წთ, დისკუსია 10 წთ.
მეთოდი
ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, კალმები, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი
დავალება 1: დაურიგეთ მონაწილეებს ამობეჭდილი სამუშაო ფორმა 1 და სთხოვეთ ახალი ამბის თემის შერჩევა ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით (10წთ).
დისკუსია 1. სთხოვეთ მონაწილეებს შერჩეული თემების პრეზენტაცია და შერჩევის კრიტერიუმების არგუმენტირება. ჩამოწერეთ დაფაზე ის საერთო კრიტერიუმები, რომლებზეც ყველა მონაწილე თანხმდება.
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 1
დავალება 2. დაურიგეთ მონაწილეებს მეორე ფორმა და მიეცით დავალება, რომ ის სახლში შეავსონ, შედეგები კი შემდეგ სემინარზე წარმოადგინონ. სემინარზე მონაწილეები ჯგუფებად (3-4 ჯგუფი) დაყავით და სთხოვეთ, ინდივიდუალურად შევსებული სამუშაო ფორმებიდან ამოწერონ საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფებმა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვნად დაასახელეს. თითოეულმა ჯგუფმა თავიანთი მიგნებების პრეზენტაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უნდა მოახდინოს და გამოკითხვის პირველი სავარჯიშოს (პირადი გამოცდილება) შედეგებს შეადაროს.
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 2
დისკუსია. ჯგუფური პრეზენტაციების შემდეგ შეეცადეთ გასცეთ პასუხი შემდეგ შეკითხვებს:
- რა გავლენას ახდენს პირადი გამოცდილება ახალი ამბის საინფორმაციო ღირებულების განსაზღვრაზე?
- რაც აქტუალურია თქვენთვის, შეიძლება თუ არა მნიშვნელოვანი იყოს სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის?
- როგორ უნდა ასახოს მედიამ ის, რაც ყველასათვის აქტუალურია?