მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებს მონაცემებზე მუშაობისა და ფაქტისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი განუვითაროს.
ხანგრძლივობა
40 წთ.
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი მასალები:
სამუშაო ფორმა 7. საჯარო პირების განცხადებები;
სტატისტიკური მონაცემები უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შესახებ;
სტატისტიკური მონაცემები მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
სტატისტიკური მონაცემები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში საკუთრების რეგისტრირების შესახებ.
ინსტრუქცია: სემინარის მონაწილეები ჯგუფებად დაყავით, დაურიგეთ მათ საჯარო პირების განცხადებები და დამხმარე სტატისტიკური მასალა. ჯგუფებს მიეცით დავალება, განცხადებები დამხმარე მასალებში მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს შეადარონ და შეაფასონ, რამდენად შეესაბამება განცხადებების შინაარსი სტატისტიკურ მონაცემებს. მონაწილეებმა სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ განცხადებები 3 კრიტერიუმით უნდა შეაფასონ და ამ შეფასების არგუმენტირება მონაცემებით უნდა შეძლონ. ეს კრიტერიუმებია:
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 7
სთხოვეთ ჯგუფებს საკუთარი მიგნებების პრეზენტაცია და სავარჯიშოს შეჯამებისას, დაუსვით მათ შემდეგი შეკითხვები:
სტატისტიკური მონაცემების დამუშავებამდე, რამდენად სარწმუნოდ ჩათვალეთ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები/მონაცემები?
გქონდათ თუ არა წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხებზე და რამდენად შეცვალა სტატისტიკურმა მონაცემებმა თქვენი შეხედულება?
თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა გავრცელებულ განცხადებებს?
რატომ არის შესაძლებელი მონაცემების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება?
რამდენად მნიშვნელოვანია წყაროებთან წვდომა?
ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 4
ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 5
ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 6