სავარჯიშოს მიზანია ახალი ამბის სტრუქტურირებულად წერის უნარის განვითარება.
ხანგრძლივობა
40 წთ (საშინაო დავალება)
მეთოდი
ინდივიდუალური მუშაობა
აღჭურვილობა
ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, კალამი
დავალება: მიეცით სემინარის მონაწილეებს საშინაო დავალება და სთხოვეთ ამობეჭდილი სამუშაო ფორმების შევსება. ახალი ამბის თემატიკა მონაწილეებმა სავარჯიშო 1.1.-ის მიხედვით, ინდივიდუალურად უნდა შეარჩიონ. შეახსენეთ მათ, რას გულისხმობს გადაბრუნებული პირამიდის პრინციპი. შედეგები შემდეგ სემინარზე განიხილეთ, რა დროსაც ყურადღებას ტიპურ შეცდომებზე გაამახვილებთ, ასევე საუკეთესო გაშუქების შემთხვევებსაც გამოჰყოფთ.
მინიშნება:
გადაბრუნებული პირამიდა:
- მოითხოვს რეპორტიორისგან სტატიის შეჯამებას, რათა აზრი იოლად გასაგები იყოს;
- პასუხს სცემს შეკითხვას: რა არის ახალი ამბავი?
- სასარგებლო მეთოდია ფიქრისა და ორგანიზებისთვის;
- აიძულებს რეპორტიორს, სტატიის მთავარი არსი ერთ პარაგრაფში შეაჯამოს.
გადაბრუნებული პირამიდა
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 3