მაგალითი 8: ავთენტური ვიდეოს კონტექსტის გაყალბება

2014 წლის 15 მარტს Russia Today-ს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ებრაელი ხალხი უკრაინის მთავრობის ანტი-სემიტიზმის გამო კიევს ტოვებდა.



ჟურნალიტმა აჩვენა ის კადრიც, თუ როგორ ალაგებს ნივთებს რაბი მიჰაილ კაპუტსინი და ამბობს, რომ ის მოსალოდნელი საფრთხისა და მისი შვილების უსაფრთხოების გამო იძულებულია ქვეყნიდან გაიქცეს.



ემოციურ დატვირთვას კიდევ უფრო ამძაფრებდა სინაგოგის კედელზე გაკეთებული ფობიური წარწერა “სიკვდილი ებრაელებს.” ჟურნალისტის თქმით, სიუჟეტის გმირი სწორედ კიევში მდებარე აღნიშნულ სინაგოგაში მსახურობდა.



კაპუსტინის სატელევიზიო კომენტარში არ ყოფილა დაკონკრეტებული ადგილი, რომელსაც ის უსაფრთხოების მიზნით ტოვებდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რაბი მიჰაილ კაპუსტინი ყირიმში, სიმფეროპოლში მსახურობდა და სიმფეროპოლს რუსული ანექსიის გამო ტოვებდა საცხოვრებელს. მას რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ ჰქონდა გაკრიტიკებული.
Russia Today-ს აღნიშნული სიუჟეტი კონტექსტის შეცვლის კარგი მაგალითია. სახეზე გვაქვს რეალური პიროვნება, რეალური ინტერვიუ, თუმცა შერჩევითი მონტაჟის და ჟურნალისტური მანიპულაციის შედეგად, Russia Today-მ ბრალდების სამიზნე - რუსეთი უკრაინით ჩაანაცვლა.

წყარო: Stopfake.org