ცნობილი “მოგზაური” მარია ციპკო მედიის წარმომადგენლებს პერიოდულად სხვადასხვა სახელით აძლევს ინტერვიუს.
2014 წლის 11 მაისის ვიდეოში, რომელიც Youtube-ზე მომხმარებელმა ვლადიმირ ეგოროვმა ატვირთა, მოსკოვში ჩატარებულ რეფერენდუმზე გადაღებული კადრებია ასახული. რეფერენდუმი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინისგან გამოყოფას ეხებოდა. მარია ციპკომ ჟურნალისტებს რეფერენდუმის ორგანიზატორად გააცნო თავი. მისი თქმით, ის ლუგანსკში ცხოვრობს და მოსკოვში რეფერენდუმის ორგანიზებისათვის ჩავიდა.
ინტერნეტ-სივრცეში ციპკოს შესახებ ინფორმაციის ძებნის შედეგად გაირკვა, რომ სხვადასხვა მედიამ მისი, როგორც კრემლის მიერ დაქირავებული დეზინფორმატორის, მხილება მოახდინა.
www.google.com
დამატებითი ძიებისას მარია ციპკოს მონაწილეობით სხვა ვიდეო მასალის აღმოჩენაც არის შესაძლებელი. ქვემოთმოცემულ კადრში ის“ახალმოწამეთა და ქრისტეს აღმსარებელთა ფონდის” (Фонд Новомучеников и Исповедников Христовых) დირექტორის მოადგილედ გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხევაში მას გვარი შეცვლილი აქვს და ჟურნალისტს მარია ვიკინას სახელით ესაუბრება. სიუჟეტი ზემოთხსენებული ფონდის მიერ ორგანიზებულ ფოტო გამოფენაზე მოგვითხრობს, რომელიც რუსეთში მორწმუნეთა ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.
წყარო: Stopfake.org