ცივი ომის თამაშები
თამაშის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ცოდნა საბჭოთა აქტიური ღონისძიებებისა და პროპაგანდის მეთოდების შესახებ; ამასთანავე, განუვითაროს მათ საინფორმაციო ომის დროს გამოყენებული ტექნიკების და მეთოდების იდენტიფიცირებისა და მათზე სტრატეგიული რეაგირების უნარი.
თამაში მაგალითებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს იყენებს და NATO-ს წინააღმდეგ გავრცელებულ ისტორიულ და ნაწილობრივ თანამედროვე მაგალითებს ეყრდნობა.
შემეცნებითი თამაში 5 სექციისგან შედგება: 1) აქტიური ღონისძიებები. 2)პროპაგანდა, 3) ფაქტების გადამოწმება, 4) ამოიცანი ჯაშუში, 5) ისტორია.
დამხმარე რესურსები:
ნატოს შესახებ
ჩრდილოატრლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)
1949 წლის 4 აპრილს ევროპის ათმა და ჩრდილოეთ ამერიკის ორმა სახელმწიფომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატოს) ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით ალიანსს კიდევ 20 ქვეყანა შეუერთდა და დღეს ის 32 სახელმწიფოს აერთიანებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანი წევრი ქვეყნების თავისუფლებების და უსაფრთხოების თავდაცვაა. გაერთიანება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება, რომლის თანახმად, ნატოს წევრ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მის ყველა წევრ სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან:
ალბანეთი (2009)
აშშ (1949)
ბელგია (1949)
ბულგარეთი (2004)
გერმანია (1955)
დანია (1949)
დიდი ბრიტანეთი (1949)
ესპანეთი (1982)
ესტონეთი (2004)
თურქეთი (1952)
ისლანდია (1949)
იტალია (1949)
კანადა (1949)
ლატვია (2004)
ლიეტუვა (2004)
ლუქსემბურგი (1949)
მონტენეგრო (2017)
ნიდერლანდები (1949)
ნორვეგია (1949)
პოლონეთი (1999)
პორტუგალია (1949)
რუმინეთი (2004)
სლოვაკეთი (2004)
სლოვენია (2004)
საფრანგეთი (1949)
საბერძნეთი (1952)
უნგრეთი (1999)
ფინეთი (2023)
შვედეთი (2024)
ჩეხეთი (1999)
ჩრდილოეთ მაკედონია (2020)
ხორვატია (2009)
თამაშის სასწავლო პროცესში დანერგვით დაინტერესებული პედაგოგები/ტრენერები დაგვიკავშირდით შემდეგ მეილზე: info@mdfgeorgia.ge. |