მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონის კონკურსში მესამე საპრიზო ადგილზე გასულმა გუნდმა - Open Evidence - ონლაინ მედიის ავტომატიზირებული მონიტორინგის მიზნით, შექმნა ‘embedding’ მოდელი, რომელიც შინაარსობრივი კლასტერების გამოვლენასა და კოორდინირებული კამპანიების იდენტიფიცირებას ახდენს.
პროექტი “სხივი”, რომლის ფარგლებშიც ‘embedding’ მოდელი შეიქმნა, ახალი ამბების აგრეგატორია და მედია სივრცის ნავიგაციის პროცესის გამარტივებას ემსახურება.ის თავს უყრის სტატიებს 50-ზე მეტი ონლაინ მედია/ბეჭდური გამოცემიდან.
Open Evidence არის თბილისში დაფუძნებული კოლექტივი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციის ფართო და ღრმა ანალიზსს. პროექტზე, რომლემაც MDF-ის მედიაწიგნიერების ჰაკათონში გაიმარჯვა, კონსტანტინე ცაავა, ირაკლი ჯანიაშვილი და მარიამ ლომაშვილი მუშაობდნენ.
პროექტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს - www.next.skhivi.com
წინამდებარე მასალა მომზადდა პროექტის “ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი გუნდის - “Open Evidence”” - პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.