2019 წლის 16 მარტს, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა წეროვანის ახალგაზრდულ სახლში სემინარი “გაზომე სიმართლე!” ჩაატარა.
სემინარი ყალბი ინფორმაციის, ფოტოებისა და ვიდეოების გადამოწმების გზებს და ტროლების იდენტიფიცერების ხერხებს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფური თამაში ბანქოთი - "მედიადეტექტორი" და ონალინ თამაში ყალბი ამბების გადამოწმებაზე - "გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!" ითამაშეს.
სემინარში წეროვანის დევნილთა დასახლების საჯარო სკოლებიდან 19 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიება პროექტის "ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.