მაგალითი 2: დადგმული კადრები რეალური ამბის “მტკიცებულებებად”

2018 წლის 14 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-სა და Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სამინიტროს მტკიცებით, აშშ-ისა და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" თანამშრომლობას ასახავდა და მასზე 2017 წლის 9 ნოემბერს აბუ ქამალიდან ISIS-ის რაზმის გადაადგილება იყო ასახული.


სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები საგამოძიებო ორგანიზაციებმა Bellingcat-მა და “კონფლიქტების დაზვერვის ჯგუფმა” გადაამოწმეს. გამოქვეყნებული 4 ფოტოდან 1 სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.



„კონფლიქტების დაზვერვის ჯგუფის“ ცნობით,  დანარჩენი „ფოტომტკიცებულებები“ რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აშშ-სა და ISIS-ის კავშირს ადასტურებდა, 2016 წელს გადაღებული ვიდეოკადრებია, როდესაც ერაყის საჰაერო ძალები ISIS-ს ბომბავდნენ.

ფოტო: Conflict Intelligence Team


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე გამოქვეყნებული „უტყუარი მტკიცებულებები“ მოგვიანებით წაშალა.