სავარჯიშო 3.1. საინფორმაციო ველი და მედიის გაცნობიერებული მოხმარება

მიზანი

      სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებს მედიის გაცნობიერებული მოხმარების უნარი განუვითაროს.

ხანგრძლივობა

      20 წთ

მეთოდი

      ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, დისკუსია. 

აღჭურვილობა

       ამობეჭდილი სამუშაო ფორმა, კალმები, დაფა.

ინსტრუქცია: დაურიგეთ მონაწილეებს ამობეჭდილი სამუშაო ფორმა “ჩემი საინფორმაციო ველი” და თხოვეთ წრის ცენტრში საკუთარი სახელი ჩაწერონ, მეორე წრეში კი მიუთითონ ის მედიები, საიდანაც ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ. ინფორმაციის წყაროების ჩამოწერის შემდეგ, თხოვეთ მონაწილეებს შემდეგ წრეში მიუთითონ ინფორმაციის წყაროს მფლობელის ვინაობა, თუ ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილია. თუ სემინარის მონაწილეებს მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, შესაბამისი მედიის გასვწვრივ გრაფა ცარიელი დატოვონ.