სავარჯიშო 2.3. სტატისტიკა vs. მოსაზრება


მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებს მონაცემებზე მუშაობისა და ფაქტისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი განუვითაროს.
ხანგრძლივობა
40 წუთი
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია.
აღჭურვილობა
ამობეჭდილი მასალები:
სამუშაო ფორმა 1. საჯარო პირების განცხადებები;
სტატისტიკური მონაცემები უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შესახებ;
სტატისტიკური მონაცემები მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
სტატისტიკური მონაცემები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში საკუთრების რეგისტრირების შესახებ.


ინსტრუქცია: სემინარის მონაწილეები ჯგუფებად დაყავით, დაურიგეთ მათ საჯარო პირების განცხადებები და დამხმარე სტატისტიკური მასალა. ჯგუფებს მიეცით დავალება, განცხადებები დამხმარე მასალებში მოცემულ სტატისტიკურ მონაცემემს შეადარონ და შეაფასონ, რამდენად შეესაბამება განცხადებების შინაარსი სტატისტიკურ მონაცემებს. მონაწილეებმა სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ განცხადებები 3 კრიტერიუმით უნდა შეაფასონ და ამ შეფასების არგუმენტირება მონაცემებით უნდა შესძლონ. ეს კრიტერიუმებია:

სამუშაო ფორმა 1. საჯარო პირების განცხადებები.

#
განცხადება
სიმართლე
ნახევრად სიმართლე/ციფრებით მანიპილირება
ტყუილი
1
“ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში არცერთი პირდაპირი ინვესტიცია განუხორციელებია.”






2
“25 000-მა თურქეთის მოქალაქემ მიიღო ქართული პასპორტი და ცხოვრობს აჭარაში, 25 000-მა. ხვალ, ზეგ 10 000 -15 000 რომ დაემატოს, ფაქტიურად თურქულ პარტიას შექმნიან როგორც მოხდა ეს ბულგარეთში და მერე შეიძლება პლებისციტიც კი ჩაატარონ და გამოეყონ საერთოდ საქართველოს.“






3
„ბინების უმრავლესობა ეკუთვნით ირანიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან დროებით ან შედარებით ხანგრძლივი ვადით საქართველოში ჩამოსულ პირებს.”








თხოვეთ ჯგუფებს საკუთარი მიგნებები პრეზენტაცია და სავარჯიშოს შეჯამებისას, დაუსვით მათ შემდეგი შეკითხვები:


სტატისტიკური მონაცემების დამუშავებამდე, რამდენად სარწმუნოდ ჩათვალეთ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები/მონაცემები?
გქონდათ თუ არა წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხებზე და რამდენად შეცვალა სტატისტიკურმა მონაცემებმა თქვენი შეხედულება?
თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა გავრცელებულ განცხადებებს?
რატომ არის შესაძლებელი მონაცემების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება?
რამდენად მნიშვნელოვანია წყაროებთან წვდომა?

დამხმარე მასალები:

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2000-2017 წწ);
საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა (2004-2018წწ);
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში საკუთრების რეგისტრირების სტატისტიკა (2012-2016 წწ).