1.1.ახალი ამბის თემის შერჩევა

მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, მონაწილეებს ახალი ამბის საინფორმაციო ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმები განუვითაროს. სავარჯიშო 3 საფეხურისგან შედგება: პირველი ითვალისწინებს შერჩევას პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეორე - სხვა ადამიანების, მესამე საფეხური - დისკუსიას.

ხანგრძლივობა

სამუშაო ფორმა 1: 30 წთ (საკლასო სავარჯიშო) 
სამუშაო ფორმა 2: საშინაო დავალება 1 დღე, ჯგუფური მუშაობა 10 წთ, პრეზენტაცია 15 წთ, დისკუსია 10 წთ.

მეთოდი

ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია

აღჭურვილობა

ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, კალმები, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი.


დავალება 1: დაურიგეთ მონაწილეებს ამობეჭდილი სამუშაო ფორმა 1 და სთხოვეთ ახალი ამბის თემის შერჩევა ჩამოთვლილი კრიტერიუმებზე დაყრდნობით (10წთ).


დისკუსია 1. სთხოვეთ მონაწილეებს შერჩეული თემების პრეზენტაცია და შერჩევის კრიტერიუმების არგუმენტირება. ჩამოწერეთ დაფაზე ის საერთო კრიტერიუმები, რომლებზეც ყველა მონაწილე თანხმდება.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 1


დავალება 2. დაურიგეთ მონაწილეებს მეორე ფორმა და მიეცით დავალება, რომ ის სახლში შეავსონ, შედეგები კი შემდეგ სემინარზე წარმოადგინონ. სემინარზე მონაწილეები ჯგუფებად (3-4 ჯგუფი) დაჰყავით და თხოვეთ, ინდივიდუალურად შევსებული სამუშაო ფორმებიდან ამოწერონ საკითხები, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფებმა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვნად დაასახელეს. თითოეულმა ჯგუფმა თავიანთი მიგნებების პრეზენტაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უნდა მოახდინოს და გამოკითხვის პირველი სავარჯიშოს (პირადი გამოცდილება) შედეგებს შეადაროს.

 

ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 2

 

დისკუსია. ჯგუფური პრეზენტაციების შემდეგ შეეცადეთ გასცეთ პასუხი შემდეგ შეკითხვებს:

  • რა გავლენას ახდენს პირადი გამოცდილება ახალი ამბის საინფორმაციო ღირებულების განსაზღვრაზე?
  • რაც აქტუალურია თქვენთვის, შეიძლება თუ არა მნიშვნელოვანი იყოს სხვა ასაკაბრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის?
  • როგორ უნდა ასახოს მედიამ ის, რაც ყველასათვის აქტუალურია?