მაგალითი 5: მხატვრული ფილმის კადრები რეალურის ალტერნატივად
2018 წლის 22 აპრილს, რუსული ტელეარხის Россия 1-ის ეთერში, გადაცემაში “კვირის ამბები დმიტრი კისილიოვთან ერთად,” გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ასადის მხრიდან ქიმიურ თავდასხმას რეალურად ადგილი არ ჰქონია, ხოლო გავრცელებული კადრები ვიდეოინსცენირებას წარმოადგენდა.