პუბლიკაციები
თარიღი: 12 ოქტ. 2018
მედიაწიგნიერების სასწავლო მასალები
მედიის განვითარების ფონდი (MDF), დოიჩე ველე აკადემიის (DW AKademie) მხარდაჭერით, პროექტს „მითების დეტექტორის ლაბორატორია მედიაწიგნიერებისთვის" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მედიაწიგნიერების კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ გამოცდილებას ფაქტების გადამოწმების ონლაინ გამოცემაში www.mythdetector.ge იძენენ.
მედიაწიგნიერების სწავლების პროცესში მედიის განვითარების ფონდი დოიჩე ველე აკადემიის (DW AKademie) სასწავლო რესურსებს და იმ პრაქტიკულ გამოცდილებას იყენებს, რომელიც ბოლო წლებში ფაქტების გადამოწმების მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად დაგროვდა. წინამდებარე გამოცემაში დოიჩე ველე აკადემიის (DW AKademie) ის სასწავლო მასალებია თავმოყრილი, რომლებიც სტუდენტებთან მუშაობის პროცესში გამოიყენება. გამოცემაში ასევე შესულია ყალბი ინფორმაციის გავრცელების მეთოდებთან დაკავშირებით ქართულ მედიაში გამოვლენილი ტენდენციები და პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც „მითების დეტექტორის ლაბორატორიის" სტუდენტების და მკვლევრების მიერ არის გადამოწმებული.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მედიაწიგნიერების ეს სასწავლო რესურსი ღირებული იქნება აკადემიური სფეროს და პროფესიული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მედიაწიგნიერებისა და ახალი ამბების სწავლების მიმართულებით მუშაობენ.
ავტორი:მედიის განვითარების ფონდი (MDF)
თარიღი: 28 დეკ. 2017
ანტიდასავლური პროპაგანდა, 2017
წინამდებარე კვლევა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს წარმოადგენს, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე - პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.
ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2016 და 2014-2015 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.
ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები. ბოლო ნაწილში კი იმ წყაროების პროფილებია მოცემული, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით.
ავტორი:
თამარ კინწურაშვილი
მკვლევარები:
დალი ქურდაძე, სოფო გელავა
მონაცემთა დამუშავება:
მარიამ ცუცქირიძე, თინა გოგოლაძე
მედია მონიტორინგი:
თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომა ბაინდურაშვილი, მარიამ გელაშვილი
დიზაინი:
ბესიკ დანელია, IBDESIGN
ავტორი:თამარ კინწურაშვილი; მკვლევარები: დალი ქურდაძე, სოფო გელავა
თარიღი: 14 სექტ. 2017
კრემლის გავლენის ინდექსი, 2017
კრემლის გავლენის ინდექსი არის თვისობრივი მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს, რათა გაიზომოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაძლებლობები, რაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. წინამდებარე ანგარიში უკრაინის, საქართველოს, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ინდექსის საპილოტე მონაცემებს მოიცავს.
ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტები, საჯარო მოხელეები, მედია ექსპერტები, ჟურნალისტები, სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებები და სხვა მოთამაშეები, რომლებიც ჩართული არიან დეზინფორმაციასთან და პროპაგანდის გავლენასთან ბრძოლაში რეგიონში, მონაწილეობდნენ პროცესში.
ანგარიში გამოიცა Black Sea Trust-ის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, რომელიც დეტექტორ მედიამ (უკრაინა) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განახორციელა: ევროპული ღირებულებები (ჩეხეთის რესპუბლიკა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და პოლიტიკური კაპიტალი (უნგრეთი). ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ან სხვა პარტნიორების მოსაზრებებს.
ავტორები:
საქართველო - თამარ კინწურაშვილი, დალი ქურდაძე, სოფო გელავა
ჩეხეთის რესპუბლიკა - იაკუბ იანდა, ვერონიკა ვიჩოვა
უნგრეთი - გიორი ლორანი, პატრიკ ჟიჩერლი
უკრაინა - რომან შუტოვი, დიანა დაციკი
რედაქტორი: რომან შუტოვი, წამყვანი ექსპერტი
დიზაინი: იანა დობრიანსკა
ავტორი:საქართველო - თამარ კინწურაშვილი, დალი ქურდაძე, სოფო გელავა; ჩეხეთის რესპუბლიკა - იაკუბ იანდა, ვერონიკა ვიჩოვა უნგრეთი - გიორი ლორანი, პატრიკ ჟიჩერლი უკრაინა - რომან შუტოვი, დიანა დაციკი
თარიღი: 16 აგვ. 2017
მედიაწიგნიერების გზამკვლევი, როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას, 2017
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი.
წინამდებარე გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა. გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურვონ უნარებით, რაც მათ ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაში და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დაეხმარება.
გზამკვლევი 10 საკითხს მოიცავს და შემდეგ თემებს ფარავს: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; მანიპულაციები და ყალბი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში; ვების გადამოწმების, საარქივო მასალების მოძიების, პიროვნების იდენტიფიცირების, ფოტოს, ვიდეოს, youtube-ის ვიდეოების გადამოწმებისა და ტროლების იდენტიფიცირების პრაქტიკული ხერხები და გზები.
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული გზამკვლევი დაეხმარება ასევე აკადემიურ წრეებს, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ინფორმაციის გადამოწმებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული უნარების სწავლების თვალსაზრისით.
გამოცემაზე მუშაობდნენ: სოფო გელავა, დალი ქურდაძე, ლიზა გორდაძე, ქეთი გიგაშვილი
რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ავტორი:სოფო გელავა, დალი ქურდაძე, ლიზა გორდაძე, ქეთი გიგაშვილი
თარიღი: 27 დეკ. 2016
ანტიდასავლური პროპაგანდა, 2016
კვლევა წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედგების ანალიზს, რომელშიც მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.
ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.
ანგარიში 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის მეთოდები და რუსული წყაროები. ბოლო ნაწილში განხილულია ის შემთხვევები, რომლებიც პროექტის „მითების დეტექტორის" ფორმატში გამოვლინდა.
ავტორი: თამარ კინწურაშვილი
მკვლევარები: დალი ქურდაძე, სოფო გელავა
მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომან ბაინდურაშვილი, თამარ სოფრომაძე, თინა გოგოლაძე, ირაკლი ცხადაძე, მარიამ ცუცქირიძე, ნათია გოგელია, ნათია გოგოლაშვილი
ავტორი:თამარ კინწურაშვილი; მკვლევარები: დალი ქურდაძე, სოფო გელავა