სავარჯიშო 2: ვიდეოს გადამოწმება invid-ის მეშვეობით
2018 წლის 29 მაისს ულტრანაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდმა “იბერიული ერთობა” გაავრცელა ვიდეო, სათაურით “#ოკუპაცია”, რომელიც მუსლიმების მსვლელობას ასახავდა და თან ერთვოდა ქსენოფობიური ტექსტი. “იბერიული ერთობა” ლონდონში მუსლიმების მსვლელობას “უიარაღო ოკუპაციას” უწოდებს და ქართველ მომხმარებელს უცხოელების წინააღმდეგ რადიკალური ფორმების მიღებისკენ მოუწოდებს.