თემები

სიძულვილის ენის რეგულაციები

სიძულვილის ენის რეგულირების სტანდარტი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით: თუ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სიძულვილის ენა სისხლის სამართლის წესით დასჯადია, ამერიკის სამართლებრივ სისტემაში, აზრი, მათ შორის სიძულვილის ენა, აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს აშკარა, მყისიერი და გარდაუვალი ძალადობის საფრთხე. აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტის დროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ საფრთხისა და ზიანის მიხედვით განისაზღვრება, რომელიც აღნიშნულმა გამოხატვამ შეიძლება გამოიწვიოს. აშკარა და მყისიერი საფრთხის ყველაზე გახმაურებული მაგალითია რუანდის რადიოს (Thousand Hills Free Radio and Television” (RTLMC)) მიერ 1994 წელს ტუტსის ტომის წინააღმდეგ გენოციდისთვის ნიადაგის მომზადება და პირდაპირი მოწოდებები ტუტსის ტომის განადგურებისკენ, რასაც 800 ათასამდე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

სიძულვილის ენა არც საქართველოშია კრიმინალიზებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა აშკარა და მყისიერი საფრთხე. სიძულვილის ენაზე პროგრამული შეზღუდვები მხოლოდ მაუწყებლების შემთხვევაში არის დადგენილი, რომელიც უკრძალავს მაუწყებელს ისეთი პროგრამების გადაცემას, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ, ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

სიძულვილის ენის რეგულაციები ყველა ქვეყნის ეთიკისა და ქცევის კოდექსის შემადგენელია და ითვალისწინებდა როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებებს.

ნეგატიური ვალდებულებები

 

პოზიტიური ვალდებულებები