მაგალითი 1: გაყალბებული ფოტო, ფაქტების დეკონსტრუირება
2018 წლის 7 თებერვალს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მაპატიე, მუსტაფა!”. მასალაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში ფლეშმობი #sorry იხვეჭს პოპულარობას, რომლის ფარგლებშიც გერმანელი, შვედი, დანიელი და სხვა ევროპული ქვეყნების ქალები მათზე მოძალადე მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ.