მაგალითი 1. ავადმყოფობის საილუსტრაციოდ ჩიყვით დაავადებული ადამიანის ფოტოს გამოქვეყნება
სარჩელი: ს.წ.-მ მეზობლისგან შეიტყო, რომ მისი ფოტო, სათაურით “კრეტინები რომ არ გავხდეთ” გაზეთ ალიაში გამოქვეყნდა. სტატია შეეხებოდა ჩიყვის დაავადებას, ს.წ.-ს ფოტო კი ამ ავადმყოფოების საილუსტრაციოდ იყო გამოყენებული, რადგან ის დაავადებული იყო ჩიყვით, რის გამოც სახე ჰქონდა დამახინჯებული.