თემები

ინფორმაცია

ინფორმაცია არის ცოდნა, ფაქტობრივი მონაცემები, ინსტრუქცია და ზოგადად ყველაფერი, რაც ადამიანის ინფორმირებას უწყობს ხელს. ინფორმაცია შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
  • სიზუსტე. ამბავი ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული, ფაქტები სოლიდურ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, ციტირება ზუსტად და დაუმახინჯებლად უნდა მოხდეს, წყაროები იდენტიფიცირებული უნდა იყოს.
  • სრულყოფილება. ინფორმაცია აუდიტორიის ინფორმირებულობას უნდა უწყობდეს ხელს და არსებითად სრულყოფილი უნდა იყოს. არსებითად სრულყოფილი გულისხმობს საკმარისი ინფორმაციის მიწოდებას, რათა გამოირიცხოს ფაქტების და მისი კონტექსტის არასწორი აღქმა.
  • სამართლიანობა და ბალანსი. ინფორმაცია სამართლიანი და დაბალანსებული უნდა იყოს, მასალაში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ის მოსაზრება, რომელიც საკითხის არსში გარკვევას შეუწყობს ხელს. 

 

წყაროები და ბალანსი

 

რა არის ახალი ამბავი?

 

დღის წესრიგის განსაზღვრა

 

როგორ გავაანალიზოთ კრიტიკულად ახალი ამბავი?