სიძულვილის ენა ინტერნეტში
ონლაინ სიძულვილის ენაზე რეაგირება
ინტერნეტში სიძულვილის ენის შემცველი კონტენტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. თუ სიძულვილის ენის შემცველი შეტყობინება პირად მიმოწერაში მიიღეთ ან ინტერნეტში გადააწყდით:
-
შეინახეთ მიღებული წერილი ან შეტყობინება;
-
შეინახეთ გამომგზავნის, მომხმარებლის სახელი და ელ.ფოსტის მისამართი;
-
შეინახეთ ვებ-გვერდის სრული მისამართი;
-
გადაიღეთ სიძულვილის შემცველი მასალის სურათი (screenshot).
ინტერნეტში სიძულვილის შემცველი მასალის გავრცელების შემთხვევაში, სათანადო შეატყობინება შეიძლება გაეგზავნოს:
-
ვებ-გვერდის ადმინისტრაციას;
-
ინტერნეტ-სერვისის მომწოდებელს;
-
არასამათავრობო ორგანიზაციას.
ვებ-გვერდის ადმინისტრაციისათვის შეტყობინება
იმ შემთხვევაში, თუ სიძულვილის ენას კონკრეტული პოსტი შეიცავს:
- დააწკაპუნეთ პოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში,
- დააწკაპუნეთ ‘Report post’,
- აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს პრობლემას და მიჰყევით ინსტრუქციას
თუ სიძულვილის ენა ფოტოს ან ვიდეოს ფორმით ვრცელდება:
- დააწკაპუნეთ ფოტოზე ან ვიდეოზე, რომ სრულად გაიშალოს ეკრანზე,
- ქვედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ ‘Options’,
- მონიშნეთ ‘Give feedback or report photo’,
- აირჩიეთ ‘Hate Speech’ და გაგზავნეთ (‘Send’).
თუ სიძულვილის ენის შემცველი პირადი შეტყობინება Facebook მესენჯერში მიიღეთ, ეს ფორმა უნდა შეავსოთ:
- მიუთითეთ იმ პირის სახელი, რომელიც გიგზავნით მსგავს მასალას,
- თუ მიმოწერის ‘სქრინშოტი’ გაქვთ, ატვირთეთ, ან შესაბამის ველში ჩასვით მიმოწერა (ჩააკოპირეთ),
- აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც პრობლემას ყველაზე კარგად აღწერს,
- თქვენივე სიტყვებით აღწერეთ, რა მოხდა და გაგზავნეთ ფორმა.
როდესაც სიძულვილის ენას Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი ავრცელებს:
- გარეკანის ფოტოს (‘cover photo’) ქვეშ დაკლიკეთ სამწერტილი და “Give feedback or report this page” აირჩიეთ,
- დააწკაპუნეთ ‘Hate Speech’ და გაგზავნეთ (‘Send’).
თუ მომხმარებელი თქვენს პოსტზე სიძულვილის ენის შემცველ კომენტარს დატოვებს:
- ისარი კომენტარს მიუახლოვეთ და გამოჩენილ სამწერტილზე დააწკაპუნეთ,
- აირჩიეთ “Give feedback or report this comment”,
- მონიშნეთ ‘Hate Speech’ და გაგზავნეთ (‘Send’).
Youtube
სიძულვილის ენის შემცველი ვიდეოს დასარეპორტებლად:
- შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი,
- ვიდეოს ქვეშ ‘More’ ღილაკზე ან სამწერტილზე დააწკაპუნეთ,
- აირჩიეთ ‘Report’.
- მონიშნეთ ‘Hateful or abusive content’,
- მონიშნეთ ვიდეოს ის მონაკვეთი, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს. თუ შეგიძლიათ, აღწერეთ დარღვევის ხასიათი და გაგზავნეთ შეტყობინება.
სიძულვილის ენის შემცველი კომენტარის დასარეპორტებლად:
- ისარი კომენტარს გაუსწორეთ და სამწერტილზე დააწკაპუნეთ,
- დაკლიკეთ ‘Report’,
- მონიშნეთ ‘Hate speech’ და გაგზავნეთ.
ინტერნეტ-სერვისის მომწოდებლებისთვის შეტყობინება