თემები

გეოლოკაცია

გეოლოკაცია, ადამიანის თუ ელექტრონული მოწყობილობის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატების დადგენის პროცესია. გეოლოკაცია ეყრდნობა ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Global Positioning System (GPS), რომელიც, ინტერნეტით დამუშავებული ციფრული მონაცემების მიხედვით, ჩვენთვის საინტერესო ობიექტის მდებარეობის გრძედსა და განედს გვთავაზობს.

გეოლოკაცია ინფორმაციის გადამოწმების პროცესის განუყოფელი ნაწილია. გეოლოკაციით ვიგებთ კოორდინატებს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების თუ მოვლენების შესახებ, როგორიცაა საწვრთნელი ბანაკები, შეიარაღებული ძალების გადაადგილება, ლანდშაფტის შეცვლა და ა.შ. ამისათვის ვიყენებთ ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სატელიტურ რუკებს, როგორიცაა Google Earth, Wikimapia და სხვა.

Google Earth-ის ფუნქციები


Wikimapia-ს ფუნქციები