თემები

პიროვნების იდენტიფიცირება

ყალბი ინფორმაციის გადამოწმების პროცესში მნიშვნელოვანია იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ან თავად ფიგურირებენ სხვადასხვა პუბლიკაციებში, ან დეზინფორმაციის გამავრცელებლებად გვევლინებიან. არსებობს ღია ონლაინ-რესურსები, რომლებიც კონკრეტული ინდივიდის, მისი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოს, განათლების, ინტერესების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება.

1. Webmii.com - ინტერნეტში ამა თუ იმ პიროვნებაზე არსებულ ინფორმაციას ეძებს. ეს შეიძლება მოიცავდეს სოციალურ ქსელებში ამ პიროვნების სახელზე დარეგისტრირებულ პროფილებს, ელ-ფოსტის მისამართებს, სტატიებს, თაგებს, დაკავშირებულ პიროვნებებს, ორგანიზაციებს, სფეროებს, ასევე ფოტოებსა და ვიდეომასალას. Webmii გვიჩვენებს ჩვენთვის საინტერესო პირის “ვებ-ცნობადობას”. კერძოდ, გვთავაზობს შეფასების 10 ბალიან სისტემას, რომელიც გვეხმარება, დავადგინოთ ყალბ პროფილთან გვაქვს საქმე თუ რეალურ პიროვნებასთან. როგორც წესი, ყალბ პროფილებს 10 ბალიან სისტემაში ძალიან დაბალი “ვებ-ცნობადობის” მაჩვენებელი აქვთ. 



2. People.yandex.ru - კარგი საშუალებაა რუსულ და უცხოურ პლატფორმებზე დარეგისტრირებული რუსულენოვანი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის. საძიებო სისტემა გვიჩვენებს რუსულ სოციალურ ქსელებში ВКонтакте, Одноклассники, Мой Мир, Мой Круг, Livejournal ამა თუ იმ პიროვნების შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომელსაც მისი სახელის და გვარის მითითებით ვნახულობთ. გარდა რუსულენოვანი რესურსებისა, People.yandex.ru ინფორმაციას Instagram, Facebook, Google +, Linkedin, Twitter, Foursquare-ის პლატფორმებზეც ეძებს.