თემები

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და მას უფლებათა უფლებასაც კი უწოდებენ. მიზეზი მარტივია: გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების გარეშე სხვა უფლებები გარანტირებული ვერ იქნება და ის მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალიზმისა და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას:

 

  1. ჰქონდეს შეხედულებები;
  2. მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები

საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და შეზღუდვების მიუხედავად.

მე-10 მუხლით გარანტირებულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისთვის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისთვის, თუ ასეთი შეზღუდვა არის ერთდროულად:

  • კანონით გათვალისწინებული;
  • ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს;
  • აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიები